ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

დღეს ჩემი სტუმარი კანადაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირაკლი ლომაიაა

image
 -ირაკლი, გამარჯობა.
 პირველ რიგში უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე იცის საქართველოში საკმაოდ ცნობილი პარაფსიქოლოგი ბრძანდებოდით.რას გვეტყვით თქვენი მოღვაწეობის პერიოდზე საქართველოში?   
  -გამარჯობა. არაფერს მე არასოდეს ვამადლი არავის ინტერვიუს და რაც ემიგრაციაში ვარ არაერთი ინტერვიუ აუღია ჩემგან სხვადასხვა გამოცემას. აქედან გამომდინარე არც თქვენ იქნებით გამონაკლისი. რაც შეეხება ჩემს ცნობადობას ისე მომწერეთ ''იყავით ცნობილიო'' რატომ ეხლა არ ვარ ცნობილი?(ეღიმება)  ეს ხუმრობით რათქმაუნდა.. მოდი რადგან თქვენს ტელევიზიასთან ჩემი პირველი ინტერვიუა მაშინ ოდნავ განვავრცობ ამ თემას, რომ მერე თქვენც სხვებივით შეცდომაში არშეიყვანოთ საზოგადოება და გეტყვით იმას, რომ მე პროფესიით პარაფსიქოლოგი არასოდეს ვყოფილვარ, რათქმაუნდა ამ სფეროში დიდი გამოცდილება და მიღწევები მქონდა, მაგრამ ჩემი ნამდვილი პროფესია კი სამედიცინო პროფილია. და მაშინაც კი როცა საქართველოში ჩემზე მხოლოდ პარაფსიქოლოგიის კუთხით იწერებოდა, სინამდვილეში მე კლასიკური მედიცინის მუშაკი გახლდით და ონკოლოგიის ინსტიტუტში ღამებს ვათენებდი და ვაღამებდი სწავლასა და მეტი გამოცდილების მიღებაში. დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და  გახლავართ მუცლის ღრუს ზოგადი პროფილის ექიმი. ამდენად ის რომ მაშინაც და დღეს ზოგიერთებს მუდამ პარაფსიქოლოგია აკერია პირზე არ არის სწორი, მაშინ როცა გარდა პარაფსიქოლოგიისა უამრავი სხვა ე.წ. პროფესია მაქვს.. მითუმეტეს ეხლა როცა წლებია მე კანადაში ვარ და ამ პროფესიით არ ვარ დაკავებული მაინც გაიძახიან პარაფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგიაო. არა და უამრავი სხვა საზოგადო მოღვაწე ვიცი ვისაც არაერთხელ შეუცვლია ცხოვრებაში პროფესია და მათშორის ვარ მეც. მეტსაც გეტყვით თურმე ზოგიერთებს მე მკითხავი თუ წინასწარმეტყველი ვეგონე... ამას ეხლა უფრო ვიგებ - რაზედაც მეცინება ხოლმე, რამეთუ თქვენ ერთ ადამიანს ვერ ნახავთ საქართველოში ვისაც ოდესმე ირაკლი ლომაიამ უმკითხავა.. ნუ რას ვიზამთ.. ზოგადად საზოგადოებაში გაუნათლებლობის პრობლემა, რაც ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი!.. მე ვინც მიცნობს მან ისედაც იცის ჩემი პიროვნება, ჩემი მიღწევები და შემოქმედება, ამდენად ნაკლებად მადარდებს ვისთვის წინასწარმეტყველი ვარ თუ ოსტატი დურგალი...



 -ემიგრაციაში წასვლის მიზეზი რა იყო, და რომელ ქვეყანაში წახვედით?
  -კარგი კითხვაა... აი ზუსტად ეს არის თავი და თავი. ჩემი ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზს ეხლავე მოგახსენებთ. იცით როდესაც ახალგაზრდა ბიჭი დახეული ტუფლებით იწყებ საკუთარ სამშობლოში ცხოვრებას.. მაშინ როცა სწავლა გწყურია და იმის შესაძლებლობა არ გაქვს,  რომ ისწავლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობ მიაღწიო მიზანს. გადიხარ ქუჩაში დახეული ფეხსაცმლით, სადაც ჩაფენილი გაქვს პარკი იმიტომ, რომ უბრალოდ ფეხი არდაგისველდეს და მერე სიგარეტებს ყიდი ელიავაზე და ასე ცოდვითა და ტანჯვით, თავიც გაგაქვს და იმდენს აღწევ რომ სასწავლებელში ფული გადაიხადო.. როდესაც შენს სამშობლოში ხდები უზომოდ პოპულარული, როდესაც წერ სამეცნიერო ნაშრომებს და ამას მსოფლიოს საკმაოდ ცნობილი გამოცემები გიბეჭდავენ და მაშინ როცა სრულიად 24 წლის -ასე მცირე ასაკში გენიჭება პროფესორის წოდება და ამ დროს უმადურობის პიკია, ვიღაცას მკითხავი გონიხარ - როგორ ფიქრობ ეს კარგია? და მაშინ როდესაც ყველასგან დამოუკიდებლად ხსნი საქველმოქმედო ფონდს, სადაც დონორი ორგანიზაცია არ გყავს და ისევ შენი მოღვაწეობიდან და შრომიდან ნაშოვნ ფულს დებ ამ ფონდში და ქართველებს ეხმარები - მაგრამ მაინც უმადურობისგან შეპყრობილი ბოღმიანები, რომ გახრჩობს და ათას ჭორებს თხზავენ შენს წინააღმდეგ ეს როგორ ფიქრობთ არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ერთ დღეს დაჯდე და იფიქრო : ნუთუ ღირს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არასოდეს არფასდება შენი შრომა და მადლობის ნაცვლად ტალახს გესვრიან? განა ვინ დაუფასებია ჩემს სამშობლოს მე რომ დავეფასებინე? ჩემი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ როდესაც ქველმოქმედებას ჩავდიოდი, სხვებისგან განსხავებით არასოდეს დავრბოდი კამერებითა და პრესის თანხლებით, არამედ ამას ჩემთვის ჩუმად ჩავდიოდი სიკეთეს და ზუსტად მაგიტომ არ იცის დღემდე საზოგადოებამ ჩემი ორგანიზაციის მიერ ათასობით ჩადენილი სიკეთეების შესახებ და ეხლა როდესაც ვიღაცა გამოხტება და მკითხავს რა გაგიკეთებია შენი სამშობლოს წინაშეო, მაშინ იძლებული ვარ ვთქვა რაც გამიკეთებია და თან ფაქტები ავაფარო სახეზე.  სხვანაირად აბა რავიცი რაც არ უნდა კარგი ვაკეთო მაინც წიხლები მხვდება და ვერგამიგია როგორ შეიძლება ესროდე ტალახს იმ ადამიანს, ვისაც რეალურად ბევრი კარგი რამ უკეთებია თავისი სამშობლოს წინაშე. არაფერს ვამბობ ჩემს სამეცნიერო ნაშრომ წიგნებზე, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში გაიყიდა და აღიარება ჰპოვა იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. თუ ეს არაფერი იყო ჩემი სამშობლოსთის და ჩემი ერისთვის? რომელი ერთი ჩამოვთვალო? ძალიან ვიყავი გულნატკენი, ძალიან ცუდად მომექცა ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ სულს და გულს ვუზიარებდი და მათშორის იყო ბევრი ცნობილი და საზოგადო მოღვაწე, რომლებიც 24 საათი ჩემი ოფისის კარებთან იყო ატუზული - მაშინ ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო.. მაშინ ყველას გაიძახოდა ლომაია ჩემი ძმაოო და ბოლოს ძმობა და ახლობლობა კიარა საჯაროდ გამოდიოდნენ უსირცხვილოდ და წერდნენ პრესაში ვინ არის ლომაია საერთოდ არ მყავს თვალით ნანახიო... ამ პერიოდს მერე ერთი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის სიკვდილი დაემატა, მისმა გარდაცვალებამ საბოლოოდ მომიღო ბოლო და დეპრსიაში ჩამაგდო. მახსოვს მისი ბოლო სიტყვები: წადი იკა სხვაგან.. შენ აქ არავინ დაგაფასებს აქ ნუ დარჩებიო.. ეს სიტყვები იყო ზუსტად რაც ცხონებულმა მზია კვირიკაშვილმა მითხრა - მის სულს ვეთაყვანე.. სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს დღემდე.. ხო და ზუსტად მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე წამოსვლა.. უბრალოდ მე ვარ ადამიანი რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია. მე ვარ პიროვნება რომელიც არასოდეს კმაყოფილდება იმით რა შესაძლებლობაც მაქვს და ეს ნორმალურია. თუ კი ხარ შენი საქმის უბადლო ოსტატი, მაშინ არ შეიძლება იდგე ერთ ადგილას, აუცილებელია იბრძოდე და აღწევდე მეტს და როცა აღწევ  მეტს მერე უფრო დიდი ამბიცია გიჩნდება, რომ მიაღწიო იმ პიკს რასაც სხვები უბრალოდ ვერც იოცნებებენ. სწორედ აქიდან გამომდინარე კანადა იყო და არის ჩემთვის უნიკალური ქვეყანა, სადაც მედიცინა საკმაოდ დაფასებული დარგია. ამ ქვეყანაში არ არის მარტივი თავის დამკვიდრება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, თუ მე ვიბრძოლებდი აქაც არანაკლები წარმატება მელოდა, ვიდრე ეს მქონდა საკუთარ სამშობლოში და მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა რაც წეღან მოგახსენეთ, მე აქ ჩამოსვლამ არ გამაბოროტა. ზოგიერთი ჩემს ადგილას საერთოდ ხაზს გადაუსმევდა თავის სამშობლოს და მაშინ როცა უცხო ქვეყანაში წარმატებას მიაღწევდა იტყოდა, ერთი მაგათმა ასე მიქნეს და ისეო - მაგრამ მე დღემდე ვგიჟდები ჩემს სამშობლოზე და ჩემს ერზე.. რა ვქნა ასეთი ვარ და მორჩა!.. წარსულს არასოდეს მივსტირი, რამეთუ კარგად მაქვს გაცნობიერებული როცა რაიმე ცუდი ხდება, ეს იმიტომ ხდება, რომ უფალი შენ უკეთესობისკენ გამზადებს და ზუსტად ასე მოხდა მაშინ როცა მე სამშობლოდან კანადაში წამოსვლა გადავწყვიტე.

--ოჯახზე რას გვეტყვით? ალბათ ძალიან ძნელი იყო შვილებთან განშორების პერიოდი და პირველი ნაბიჯები უცხო მიწაზე?-

-რათქმაუნდა ოჯახი იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც არასოდეს დამიტოვებია სამშობლო. მე მთელი ცხოვრება ვმოგზაურობდი, რადგან ყველამ იცის რომ ჩემი უდიდესი ჰობია მოგზაურობა და გახლავარ ჟენევაში მსოფლიო მოგზაურთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი.. მაგრამ თუ სადმე წავიდოდი აუცილებლად უკან ვბრუნდებოდი. მე მაშინაც მუდამ მქონდა უამრავი შემოთავაზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მაგრამ არ ვაკეთებდი ამას... ხოლო ბოლოს როცა მე კანადა გადავწყვიტე ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი, რამეთუ აქ ჩამოსულს იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა ცხოვრების დაწყება ვიდრე მე წარმომედგინა.  ეს არის ის პერიოდი რომელიც ყველა ემიგრანტმა უნდა გადალახოს.  ეს არის ის ეტაპი როცა შენ ბრძოლის მეტი სხვა არაფერი დაგრჩენია, რადგან კანადაში არავინ ვიყავი, აქ არავინ მიცნობდა და სრულიად უცხო ქვეყანაში ნულიდან უნდა დამეწყო ცხოვრება. იცით სიტყვა ძნელი - ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით რაც მე გადამიტანია, მაგრამ დღეს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ალბათ ღირდა ყველა ტანჯვა და წამება!.. ნამდვილად ღირდა და იცით რატომ? დღეს მე კანადელები მაფასებს. დღეს მე აქ სრულიად უცხო საზოგადოებას ვუყვარვარ. ჩემზე არაერთი სტატია დაწერილა ამ ქვეყანაში.. სრულიად უცხო საზოგადოება მიკრავს ტაშს. დღეს მე სამსახურში საპატიო საზოგადოების დაფაზე ვარ გამოჭიმული, სადაც წერია, რომ ერთ-ერთი დამსახურებული და თითით მისათითებელი თანამშრომელი ვარ.. იცით როგორი გრძნობაა როცა კანადელი უფროსი სხვა კანადელ თანამშრომლებს ეტყვის: აი ირაკლი რომაა, ასეთი თანამშრომელი მინდა იყოთ ყველაო - ეს იცით რას ნიშნავს ოკეანის გაღმა უცხო ქვეყანაში? არა, არ იცით!.. ეს რომ იცოდეთ აქ უნდა იყოთ და თქვენი თვალებით ნახოთ ყოველივე!.. მე ამაყი ვარ, რადგან დღეს შეიცვალა სიტუაცია და საკუთარი სამშობლოდან უამრავი ხალხი მეხმაურება. ადამიანები რომლებმაც უკვე ნახეს ჩემი ადამიანობა, მწერენ და მეფერებიან. თქვენ ვერწარმოიდგენთ მე რა თბილი წერილები შემომდის ფეისბუქზე. დილით როდესაც მე ვიღვიძებ და ვხსნი ფეისბუქს ეს თქვენ უნდა ნახოთ რამდენი ასობით უცხო ქართველის მოსაფერებლი წერილი მხვდება - ეტყობა ასე იყო საჭირო.. აბა რავიცი, იქ არ მაფასებდნენ - წამოვედი და შორს მაშინ როცა დღეს მიუღწეველი ვარ ბევრისთვის - დამაფასეს რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ყველას ვუთხრა და მოვეფერო.. მე მიყვარს ჩემი ხალხი და ასე იქნება მუდამ. ერთ ფაქტს გავიხსენებ. გასულ წელს საქართველოში ჩავფრინდი  - იქ აეროპორტში გავედი თუარა უცებ ჩემს ირგვლივ ზღვა ქართველები შეიკრიბა.. ამას უბრალოდ არველოდი. მეგონა უკვე არავის ვახსოვდი. მეგონა ყველას დავიწყებული ჰქონდა ჩემი სახელი და გვარი.. თქვენ ვერწარმოიდგენთ სრულიად უცხო ქართველები როგორ მეფერებოდა და რა სიტყვებით მამკობდნენ. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.. განა შემიძლია ეს სითბო რასაც ისინი ჩემსმიმართ გასცემენ არდავინახო?.. მიყვარხართ ყველანი!..

--სამშობლოში დაბრუნებას აპირებთ?
  -მე ყოველ წელს ჩავდივარ თბილისში. ეხლაც ზაფხულში ვგეგმავ ჩამოსვლას.. თქვენ ალბათ მუდმივად დაბრუნებას გულისხმობთ ხომ? სამწუხაროდ არვაპირებ ამას და ზუსტად იმიტომ, რომ მე ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ამყველაფრის მიტოვება გამოდის რომ იქ ჩასულს ისევ თავიდან და ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება და ეს თუ მინდოდა მაშინ რატომ წამოვედი თავის დროზე კანადაში? არა, ძვირფასო მე შორს უფრო დამაფასა ხალხმა ვიდრე ახლოს ვყავდი.. გარდა ამისა აქიდან მეტს ვაკეთებ მათვის ვიდრე იქ ვიყავი.. ამ ქვეყანაში გაცილებით დიდი მომავალი  მაქვს. აგრეთვე მე ამ ქვეყანას უკვე წლებია გადასახადებს ვუხდი. მე კანადის მუდმივი ცხოვრების უფლება მაქვს და საპენსიო ფონდში ფული მერიცხება, რაც იმას ნიშნავს, როცა პენსიაზე გავალ უზრუნველყოფილი ცხოვრება მექნება.. მე აქიდან მარტო ერთ ოჯახს კიარა ოჯახებს ვეხმარები!.. იქ რომ ჩავიდე რაგავაკეთო? ვინ მირჩენს შვილებს? რა წინა პირობა მექნება იმის, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყო? არა, მე ძალიან დავიღალე ათასჯერ დაცემითა და მერე ნულიდან ახალი ცხოვრების დაწყებით.. ეს არ არის მარტივი ნამდვილად.. 35 წლის ვარ და ეხლა ისევ თუ თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სიბერე ისე მომეპარება, მერე  როდისღა დავტკბე მაშინ ჩემი ბედნიერი ცხოვრებით? ამიტომ სამწუხაროდ მე საქართველოში მუდმივარ ალბათ ვერასოდეს დავბრუნდები!.. ნუ ეხლა თუ სასწაული მოხდა და ჩემი ქვეყანა ისე წამოდგა ფეხზე, რომ მთავრობამ ისეთი ხელშეწყობა გამოიჩინა ემიგრანტების მიმართ როგორიც საჭიროა და ისეთივე მაღალი ანაზღაურება და პატივისცემა თუ მექნება როგორიც კანადაში მაქვს ეხლავე წამოვაალ.. აბა აქ რატომ დავრჩები,მაგრამ ეს მე რომ ვერმომისწრებს ზუსტად ვიცი და იმედს ვიტოვებ ჩემს შვილებს ან შვილიშვილებს მაინც მოუსწრებს.

--ძალიან აქტიური მოგზაური ხართ, ბუნებაზე შეყვარებული, როდის დაიწყეთ მოგზაურობა და რომელი იყო პირველი ქვეყანა რომელსაც ესტუმრეთ მოგზაურის ამპლუაში?
  -დიახ ჩემი მოგზაუროაბ ეს საყოველთაოდ ცნობილი რამ არის. ჩემი ბლოგებიც სწორედ მოგზაურობას ეხება. ძალიან მიყვარს დედა ბუნება, ამიტომ ხშირად მოცლილობის ჟამს ტყესა და ღრებს ვსტუმრობ. საერთოდ სულით და გულით ვარ ხელოვანი. მიყვარს თავგადასავლები და ახალი გამოწვევები. მახსოვს როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, ღმერთს ვეხვეწებოდი მსოფლიო შემომატარე უფალოთქო და ისე აგიხდთ ყველაფერი. დღემდე მსოფლიოს 124 ქვეყანა ვნახე. ვწერ წიგნებს - ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, და ვიღებ უდიდეს ცოდნას მათგან. ჩემი პირველი მოგზაურობაც 15 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ პირველად მოსკოვში ვიმოგზაურე და არასოდეს მავიწყდება ის დღე როდესაც თვითფრინავში ჩავჯექი - ეს იყო საოცარი ემოცია, და იქ ჩასულს ასე მეგონა სასწაული ქვეყანა ვნახე. ეხლა კი მეცინება, მაგრამ ასე იყო ნამდვილად.
--ინტერნეტში საკუთარი ბლოგი გაქვთ, სადაც ბევრი საინტერესო სიახლე იტვირთება. გვიამბეთ თქვენი ბლოგის შესახებ,რას ემსახურება?
-ბლოგის გახსნის ინიციატივაც საზოგადოებიდან წამოვიდა. როცა ვხედავდი უამრავი გულშემატკივარი მწერდა  და ყველა მირჩევდა გამეხსნა ბლოგი. მეც ოფიციალურად დავარეგისტრირე კანადაში ჩემი ბლოგი და შევუდექი ჩემი მოგზაურობების გაშუქებას. იცით რამდენი მწერს რომ ჩემი ბლოგებით სიამოვნებას იღებენ? ეს უბრალოდ უნდა ნახოთ.. შესაბამისად მეც მუდამ ვცდილობ გავაშუქო ისეთი ინფორმაცია რაც საზოგადოებაში მოთხოვნადი და აქტუალურია. სწორედ ასე შემომრჩა დღემდე ბლოგერის სახელი. მეუბნებიან, რომ კარგად ვწერ, ძირითადად ჩემი წერის მანერა აგებულია ხუმრობანარევ სიმართლეზე. და ეს ალბათ იმ გამოცდილების და წლების ბრალია, როდესაც საქართველოში ვმოღვაწეობდი მქონდა ჩემი გამოცემები, არაერთი ჟურნალი და გაზეთის დამფუძნებელი გახლდი. მაშინ ხშირად ვწერდი ინტერვიუებს - მიყვარს და მიზიდავს ეს სფერო. საერთოდ მიყვარს და ვაფასებ ადამიანებში სამართლიანობას, აქიდან გამომდინარე ჩემი ბლოგი ბევრჯერ გამხდარა სკანდალის მიზეზიც - რამეთუ არასოდეს ვერიდები სიმართლის წერას და ასე იქნება მუდამ. ალბათ სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რისგამოც მყავს ათასობით მკითხველი და მიხარია თუ ჩემს აზრს საზოგადოება პატივს სცემს და ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებენ თვალს ყველა სიახლეს.

--საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობთ? როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით?
  -ოო ნეტავ ეს არ გეკითხათ!.... რას უნდა ვფიქრობდე კარგს? ჩავრთავ ტელევიზორს და ვხედავ თუ როგორ კლავენ ჩემს სამშობლოში ბავშვებს.. თუ როგორ აყაჩაღებენ და აუთოვებენ მოხუცებს. ვხედავ როგორ ძარცვავენ დღისით და მზისით ოჯახებს. დღე არგავა ვინმე არმოკლან, ვინმე არ გააუპატიურონ, ვინმე არ დაიხრჩოს და ვინმეს პაჟარი არ წაეკიდოს.. არაფერს ვამბობ სიდუხჭირეზე და სიღარიბეზე.. გული მტკივა რათქმაუნდა ძლაიან მაწუხებს ეს ფაქტი. ხშირად აქ როდესაც ვხედავ ბედნიერ კანადელებს ვფიქრობ.. ვაი ღმერთო როდის დადგება ის დღე როცა ჩემი სამშობლოც ასეთი ლაღი, მომღიმარი და ბედნიერი იქნებათქო.. სულით და გულით მინდა ყველა კარგად იყოს. ჩვენ არ ვართ ცუდი ერი, უბრალოდ გაჭირვებამ გაგვაბოროტა.. მე რომ ვხედავ ბავშვები ქუჩაში ულუკმაპურიდ როგორ ზიან გული მეწურება. უამრავი უცნობი მწერს დასახმარებლად. ჩემი ხელფასიდან რათქმაუნდა მაქვს რაღაც თანხებიც მათთვის გამოყოფილი, მაგრამ მე ერთი ვარ ხომ ხვდებით. მე არ ვარ მილიონერი რომ შევძლო მათი დახმარება ეს კიდევ ძალიან მტკივა

-ჩვენი ინტერნეტ ტელევიზია-ემიგრანტების.TV სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა და ამჟამად პირველ ნაბიჯებს დგამს.თქვენი აზრი როგორია ემიგრანტების.TV -თან დაკავშირებით, და რას უსურვებთ მას?
  -მე ვიცი თქვენი ტელევიზიის არსებობის შესახებ და ვიცნობ ახლოდან თქვენს უფროს. ნათია ჯერკიდევ წლების წინ საბერძნეთში გავიცანი. უდიდეს პატივს ვცემ მას, რადგან ვიცი რა გადაიტანა მან ცხოვრებაში. ზუსტად მაშინ როდესაც მე ნათიას შევხვდი რამოდენიმე თვის ჩამოსული იყო ათენში.. ჩვენ წლები გვაკავშირებს - ძალიან მიყვარს ის.. და როცა გავიგე ეხლა მან ტელევიზია გახსნა, არდავიწყებ იმის მტკიცებას თუ როგორ გამეხარადა ეს დიდებული წამოწყება. რათქმაუნდა იმწამს გავუგზავნე ჩემი მისალოცი მესიჯი და ეხლაც საჯაროდ ვულოცავ. მე გისურვებთ თქვენ ულევ წინსვლას და წარმატებას. მიყვარხართ!.

--და ბოლოს,რას ეტყოდით ქართველ ხალხს, ქართველ ემიგრანტებს,  რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არიან მიმოფანტული?
  -თუკი ვინმესთვის ჩემი აზრი საინტერესოა, მაშინ თავს მივცემ უფლებას და ვეტყვი, რომ მიუხედავად დიდი ტანჯვა წამებისა, ნუ დაყრით ფარხმალს.. ნუ დაგჯაბნით დღევანდელი ყოფა..  ეს დროებითია. ხვალ უკეთესზე - უკეთესი დღეები გელით!..  ყველა ემიგრანტი ჩემთვის ოქოს ალბომია..  ის ალბომი, სადაც ალმასით მოკაზმულ - ვიტელსბახის ცისფერი ბრილიანტის, ძვირადღირებულ განძს ტოვებს სამშობლოსთვის - დააფასეთ, გიყვარდეთ ემიგრანტები!.. რადგან მათ მხოლოდ სითბო, სიყვარული და მოფერება სჭირდება. მიყვარხართ.
 
-ჩვენც ძალიან გვიყვარხარ ირაკლი.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.


 მასალა მოამზადა:
თეონა არაბიძე -მ
  • 0
  • 3 171

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image