ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

დავაგვიანე...

image

             
ისე ბარდნიდა,გეგონებოდა ცა გაბრაზდა და კალთა დაიბერტყაო. გარეთ დეკემბრის ღამე ბებერი უძლურივით შავად გაწოლილიყო.
   სოფელი მიყუჩებულიყო. მხოლოდ საკვამურუდან ამოსული კვამლი მიიკლაკნებოდა ზარმაცად და იფანტებოდა ფიფქებს შორის.თითქოს ისიც ბუზღუნებდა ფიფქები ხელს რომ უშლიდნენ ზეცაში  განავარდებაზე.
  -ადრე მოვიდა წელს ზამთარი-გაიფიქრა აკანკალებულმა ქალმა.არც ისე ასაკიანი ჩანდა,მაგრამ ავადმყოფობას
გაეტეხა ნაადრევად.ცეცხლს შეუკეთა.რაღაც ვერ ვარ კარგად,ეს გული რას ფართხალებს ამ ახალ წელიწადს არ დამემართოს რამე,არ ჩავამწარო ბიჭს ახალი წელი და მერე აღარ დავეძებ.შვილიშვილებს მინდოდა მოვსწრებოდი,ჯერ არ მინდა სიკვდილი მაგრამ ვინ მეკითხება მე.
               
       ჩემი ტოლები საზღვარგარეთ არიან წასულები და ოჯახს არჩენენ,მე კი ჩემი ავადმყოფობის გამო ჩემს შვილს დავაწექი მხრებზე სარჩენად.
      ეს პენსია წამლებშიც არ მყოფნის.შვილს როგორ მოვთხოვ ფულს,იმხელა ქალაქში თავის რჩენა ხომ უნდა.ბინა,საჭმელი,გადასახადები. ისედაც დაბალი ხელფასი აქვს.ისწავლა მაგრამ,რად გინდა მერე...
   ფიქრობდა ქალი და საწოლის თავს დაყრდნობოდა.კიდევ უფრო იპყრობდა სიკვდილის შიში.
   -წავალ ახლა,საქონელს კარებს გავუღებ,რომ ვინცობაა რამე დამემართოს ამხელა თოვლში გარეთ გამოსულ საქონელს რომ დაინახავს ვინმე,მომაკითხავს,აბა ისე როგორ იქნება.მკვდარი დიდხანს რომ არ დავრჩე უპატრონოდ თუ არა ამ ახალი წლის წინა დღეებში ვის ცალია სამეზობლოდ სიარულისთვის.
თანაც არც ისე ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან.
     გარეთგავიდა,ბოსელს საკეტი ახსნა.ის იყო მობრუნებას აპირებდა უცებ წაბარბაცდა და უმკვლევ თოვლში თავჩაღმა ჩაემხო.
დიდხანს იყო ასე. ძაღლის წკმუტუნმა მოიყვანა აზრზე. ბროლია თოვლს აქეთ-იქით ყრიდა,თათებს ნიჩაბივით იქნევდა.როგორც იქნა პატრონამდე მიაღწია და სახეზე ლოკვა დაუწყო.ქალს ესიამოვნა თბილი ორთქლი და თვალები გაახილა.    -ჩემო ბროლია,ჩემო მეგობარო-გულში ჩაიხუტა ძაღლი.ძაღლმაც იგრძნო პატრონის მადლიერება და სიამოვნებისგან  აკრუსუნდა. ქალი წამოდგა,კიბემდე ძლივს მიაღწია და სახლში გაჭირვებით შევიდა.
     კარადიდან ახალი ტანსაცმელი გამოიღო. ჩაიცვა, გამოეწყო, თითქოს სტუმრად მიდიოდა,ისე გულდასმით იკაზმებოდა.მერეწერილი დაწერა,საახალწლო სუფრაზე დადო და ზედ ორი ბეჭედი დაადო. ტელეფონი აიღო და შვილს დაურეკა:
   -დედა,ხომ კარგად ხარ,ასე გვიან რატომ  არ გძინავს დედა?-იკითხა შეშინებულმა ბიჭმა.
   -შვილოო-სათქმელს თავი ვეღარ მოაბა ქალმა. კი შვილო,კარგად ვარ მომენატრე.
   -შემეშინდა დედა.
           
      -საახალწლოდ ხომ ჩამოხვალ შვილო,დედის იმედო?
      -მაპატიე დედა.უფროსმა მთხოვა ეს დღეები უნდა ვიმუშავო და ორმაგად გადამიხდის. მალე ჩამოვალ,დედა.
     -რას იზამ შვილო,სამუშაო სამუშაოა,არ იდარდო-თქვა ქალმა და გული კინაღამ ჩაწყდა.ვაი,თუ ვეღარ ჩამომისწრო შვილო,-გაიფიქრა და ცრემლები გადმოსცვივდა.
     -მაპატიე დედა, როგორც კი დავამთავრებ იმწუთში წამოვალ.საჭმელი ხომ გაქვს,ფქვილი,წამლები თუ გაგითავდა ნიკას ბიჭს უთხარი,მოგიტანს და მერე მე გადავუხდი.
    -არა შვილო,ყველაფერი მაქვს,დამშვიდდი,შენ მეყოლე კარგად.
    -ტირიხარ დედა???
    -მე ყოველთვის ვტირივარ როცა შენ გელაპარაკები შვილო.ეგ არაფერი,ნერვების ბრალია,შენც გახდები მშობელი.
    -გთხოვ დედა,-და ბიჭს ხმა აუკანკალდა.
    -შენ ხომ კარგად ხარ შვილო,ქალაქშიც ცუდი ამინდია,ტელევიზორმა გამოაცხადა, საზამთროდ ხომ იყიდე თბილი პალტო? არ გქონდა,არ გაცივდე შვილო.

    -კი,დედა ვიყიდე-უთხრა ბიჭმა და აკანკალებული ხელით აიწია საზაფხულო ქურთუკი.
     -დაგირეკავ დედა,ახალწლამდე სამი დღეა,იქნებ კი გამომიშვას უფროსმა.
     -მე ნაადრევად გავაწყვე საახალწლო სუფრა შვილო,ჩირი,გოზინაყი,შენი საყვარელი ტკბილი სასმელიც გავაკეთე.რომ ჩამოხვალ ცხელ-ცხელს მერე გაგიკეთებ.
    -შენ ხომ გაქვს ფული,დღეს გოგიას ბიჭს ყველი და კვერცხები გამოვატანე,გამომცხვარი პურიც,ხვალ მოგიტანს. -ეკა,ეკა იყო შვილო ჩამოსული,გამიკვირდა რომ არ მნახა,მას ჩემს რძლად ვთვლი.
    -ეკა? ალბათ დრო არ ჰქონდა,-თქვა ბიჭმა დედის დასამშვიდებლად და გულში გაიფიქრა,-ეკას აღარ ვჭირდები,ფულიანი ვაჟი იპოვა.
    გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო ბიჭი.მაგრამ შრომას შეუჩვეველი. ხელის გულზე გაზარდა დედამ ავადმყოფობის გამო მაგრამ ახლა თავდაუზოგავად მუშაობდა თუ სადმე სამუშაოს იშოვიდა.
 

     ამ ბოლო დროს რეკლამებში იღებდნენ და იმით არჩენდა დედას და თავის თავს.თუმცა ხანდახან დაუძახებდნენ,სულ არც ეს იყო.
    -კარგი დედა,დაიძინე,მადლობა ამანათისთვის - თქვა ბიჭმა და ცრემლი მოიწმინდა.
იცოდა დედა თვითონ იკლებდა და კვირის ბოლოს ამანათს მაინც უგზავნიდა ყოველთვის.
     ქალი წამოდგა,ისევ დააქანა,-არა,არ არის ჩემი საქმე კარგად - გაიფიქრა,გულმა ბაგაბუგი დაუწყო,ადრეც ვყოფილვარ ასე,მაგრამ წამალს დავლევდი და გაივლიდა,ახლა?
    -მოდი ბროლია ჩემთან - გასძახა ძაღლს,ჩემთან დაიძინე. ძაღლს ესიამოვნა საწოლი და გაიტრუნა. ბუხარში ნელ-ნელა ჩაიფერფლა შეშა და ოთახში კუკუნახი სიბნელე ჩამოწვა.
     თოვდა. მაგრამ აღარ ციოდა ბიჭს. მწარე ფიქრებში ჩაფლული უაზროდ მიაბიჯებდა და ცრემლი ახრჩობდა.
დედა,დედა,-თითქოს ვიღაცას ელაპარაკებაო,ამოიკვნესა.შენრა იცი რამდენ ტყუილს გეუბნები.სამუშაოზე შემამცირეს,აღარც ფული მაქვს, ვერც ვერაფერი ვიშოვნე როგორ ჩამოვიდე? რა მოგიტანო დედაა?
 
        თვეებია სამსახურს ვეძებ.რომ არა შენი გამოგზავნილი საჭმელი,შიმშილით მოვკვდებოდი.
შრომა არ შემიძლია,ბავშვობიდან მტანჯავს ეს თირკმელი,მაგრამ გაზაფხულზე წავალ სადმე და ფიზიკურადაც ვიმუშავებ.
      გულდამძიმებული მიუყვებოდა ქუჩას.გვიანი იყო უკვე,ქუჩაში აღარავინ ჩანდა.გულდამძიმებული მიუყვებოდა ქუჩას.აღარც სიცივე აწუხებდა და აღარც თოვლი,დედის მონატრებული თვალები ედგა თვალწინ და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
   -არა,უეჭველად უნდა ჩავიდე,იქნებ წამლებიც  აღარა აქვს,არავის სთხოვს შვილზე ვინმემ რამეარ თქვასო.
   მეორე დღეს მეგობრებს თავისი დარდი გაანდო. მათაც სასწრაფოდ აუკრიბეს ფული.მაღაზიაში გაიქცა,ცოტ-ცოტა ყველაფერი იყიდა რაც დედას უყვარდა.წამლებიცარ დავიწყებია და დილის რეისზე ადრე წავიდა.
   -დავურეკავ -გაიფიქრა,მაგრამ აზრი შეიცვალა,უცებ რომ დამინახავს უფრო გაუხარდებაო.
   -მე ბიძია,გადასახვევამდე მიგიყვანთ,ქვევით ვერ ჩავალ,წუხელ მთელი ღამე მუშაობდა ტრაქტორი,მაგრამ ამ დილით ხომ ხედავთ რამხელა თოვლი დადო,ასე რომ მცოდნოდა არ წამოვიდოდი,გაგიმართლათ აქამდე მაინც რომ მოგიყვანეთ - თქვა მძღოლმა.
   - აქედან რა გვეშველება,-აყვირდნენ მგზავრები.
   -ვისაც გინდათ ფეხით წადით,ვისაც არა, წაგიყვანთ უკან - ანუგეშათ მძღოლმა.
    -საცემი ხარ ახლა შენ! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ თავისთვის.უმეტესობამ უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
   - შენ,ბიძია რას იზამ? - გასძახა ბიჭს მძღოლმა.
   -ფეხით უნდა წავიდე,დედა მელოდება- თქვა ბიჭმა და მოემზადა
   -დაბლა უბანში მიდიხარ შვილო? - გადმოსძახა ბიჭს მძღოლმა. სიარული გაგიჭირდება,თუმცა დაბლა უბანში ზევიდან ჩასვლა უფრო ადვილია. ეს რამხელა ჩანთა გქონია,ამას როგორ წაიღებ - თქვა მძღოლმა და ძირს ჩამოხტა. ჩანთა რამდენიმე ფენა ცელოფანში საგულდაგულოდ შეუხვია,მერე მაგრად გადააკრა,ისე რომ შიგ არაფერი დასველებულიყო და ციგასავით შეკრული ჩანთა გასრიალდა თოვლზე.
  ბიჭი მძღოლს დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და უმკვლევ თოვლში შევიდა.
  -ეეე,დედისთვის რას არ გააკეთებს კაცი,ამას ქვია კარგი შვილი,- ჩაილაპარაკა მძღოლმა და მადლიერებით სავსე თვალები გააყოლეს მგზავრებმა.

   რამდენიმე საათის შემდეგ დაქანცულმა ძლივს მიაღწია სახლამდე.
   -დედააა,რამდეჯერმე დაიძახა გახარებულმა.
   ეზოში საქონელი იდგა უმკვლოვ თოვლში,კიბეზეც არ ჩანდა ნაკვალევი.
     -დედაა,ისევ დაიძახა და სახლში შესულმა საახალწლო რიტუალის შესრულება დაიწყო:
   -შემოვდგი მარჯვენა ფეხი,
    გწყალობდეთ მაღალი ღმერთი -თქვა და სამზარეულოს კარი შეაღო. ბუხარი ჩამქრალი იყო.
   -დედაა,ახლა უფრო ხმამაღლა დაიძახა ბიჭმა.ამ დროს ძაღლის წკმუტუნი მოესმა და საძინებლის კარი შეაღო.ბროლიას თავი დაედო მისი პატრონისთვის და საცოდავად წკმუტუნებდა.
      - დედა - ამოიხრიალა ბიჭმა. ხელიდან კამფეტები გაუცვივდა და დედის ჯერ კიდევ თბილ,უსულო სხეულს დაემხო.ვერ მოგისწარი დედა,დავაგვიანე,მაგრამ არ არის ჩემი ბრალი - ქალივით  მოსთქვამდა ბიჭი.
     მეზობლები შესძრა სახლიდან გამოსულმა კაცის ტირილის ხმამ.აღარავის გახსენებია ახალი წელი.ისე დაიძრა სოფელი სახლისკენ.
    მეორე დღეს მაგიდაზე წერილი ნახა:
    - შვილო, ერთი თვეა ცუდად ვარ,არ მინდოდა გენერვიულა,გიორგიმ მითხრა სამუშაოდან შეამცირესო,მაგრამ ცოტ-ცოტას რეკლამებზე მუშაობსო,ამიტომ არ გითხარი.ეს ბეჭდები შენი ცოლისთვის მქონდა შენახული...არ ვიცი,გამითენდება თუ არა,მშვიდობით,არ მიდარდო.არაფერი დაგემართოს,მიყვარხარ.
    იქნებ წამალი აღარ ქონდა,იქნებ ექიმთან რომ წამეყვანა გადარჩებოდა. ერთი დღით ადრე რომ ჩამოვსულიყავი არ შემეძლო დედაა.სიმწრისგან გმინავდა ბიჭი და თავს დამნაშავედ გრძნობდა. ეს იყო ის დანაშაული რომელსაც პატიება არ ჰქონდა.
  რამდენიმე დღე გავიდა დაკრძალვიდან,მეგობრები ურჩევდნენ თბილისში დაბრუნებას - გულს გადააყოლებ,სამუშაოსაც ვიშოვნითო, მაგრამ უარზე იყო,ორმოცამდე შუქს ვერ ჩავაქრობ,სახლს ვერ მივატოვებ, ორმოცამდე დედის სული ისევ აქ ტრიალებსო.
  ზუსტად მეორმოცე დღეს ისევ ჩამოვიდნენ თბილისიდან მეგობრები,თანაკურსელები,სასიხარულო ამბავიც ჩამოუტანეს,და სასურველი სტუმარიც ჩამოუყვანეს.
   იაპონური ბრენდის ერთ-ერთი კოლექციის სახე გამხდარიყო.კონკურსში გაემარჯვებინა.ფირმამ ოცი ათასი ევროს ჩეკი გამოუგზავნა და სამუშაოდ მიიწვია.
   ბიჭმა ჩეკი აიღო,თოვლში მუხლებზე დაემხო და აქვითინდა. იაპონელებს ეგონათ ბიჭი სიხარულით თუ ტიროდა,მეგობრებმა კი იცოდნენ რა ცეცხლი ტრიალებდა მის გულში.
   -დედა,დედაა,დააგვიანდათ,მე დავაგვიანე, მაპატიე,ვერ მოგისწარი.- დუდუნებდა ბიჭი და უნდოდა ისე ღრმად ჩაფლულიყო თოვლში,სული გაყინვოდა,როგორც მის დედას...
    ამ დროს ბროლიას წკმუტუნი მოესმა,ძაღლმა ლოყა აულოკა,თითქოს დაამშვიდა.მერე ეზოდან გავარდა.
   -სასაფლაოზე მიდის - თქვა ვიღაცამ. მთელი თვეა საფლავის გვერდით წევს და ელოდება...
უსასრულოა მისი ლოდინი,კარგია  ვერ ხვდება რომ,ვინც მიდის სამუდამო სასუფეველში  არასოდეს ბრუნდება უკან.
  დაე,ჰქონდეს პატრონის დაბრუნების იმედი და ეს იმედი  გააძლებინებს...      
                                 


ირა სოფრომაძე
        მასალა მოამზადა თეო არაბიძემшаблоны для dle 11.2
  • 0
  • 105

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
  • წონაში დაკლების მარტივი რეცეპტი რომელიც გაგაოცებთ
  • ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში, მუხლჩაუხრელი შრომით მომუშავე ხალხი ინახავს...
  • ინტერვიუ ემიგრანტ გიორგი ბერუაშვილთან
  • მესმის მხოლოდ მარადიული სიყვარულის, როგორ შეიძლება თქვა, რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს....
  • სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული
  • ემიგრანტულ ცხოვრებაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ რადგან ისევ იტყვიან აწუწუნდნენო!
  • ხელოვნებაშია ჩემი ძალა, შარმიც და სიცოცხლეც
  • მუსიკას რომელსაც ეტყობა, რომ პროფესიონალიზმით და გემოვნებითაა შექმნილი, საქართვველოში მსმენელი არყავს
  • აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ
  • ჩემს ქვეყანაში, ჩემი შრომა და შესაძლებლობები არ დამიფასდა
  • Image