ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

სიკვდილთან დამარცხებული

image
სიკვდილთან დამარცხებული!

    ისევ და ისევ ვერაგი დაავადება, რომელიც დაუნდობლად იმონებს და იმორჩილებს სიცოცხლეს, ანადგურებს და სპობს ადამიანს.
   სწორედ ასეთი დაავადების წინაშე აღმოჩნდა მომღერალი და მსახიობი გიორგი (გიო) ხუციშვილი.
   უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა სიმღერა. 
​​​​სულ ღიღინებდა, სულ ანათებდა. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დასმულმა დიაგნოზმა ვერაგი დაავადების შესახებ, სულიერად ვერ გატეხა. იბრძოდა სიცოცხლისთვის, ამბობდა რომ-ღმერთი მის გვერდით არის. რომ მალე,სულ მალე ჯოხს გადააგდებს და ისევ ძველებურად “ფეხზე დადგება“. არ ყრიდა ფარ-ხმალს, არ ნებდებოდა, ცდილობდა ეცხოვრა ჩვეულებრივ-სიმღერისგან განუყოფელად და ატარებდა კონცერტებს სხვადასხვა ქალაქში.
    29 მაისს გრანდიოზული კონცერტი გამართა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც 20-მდე სიმღერა შეასრულა მეუღლისა და შვილთან დუეტების ჩათვლით. ფილარმონიის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
   ვინ იცის, ვინ იცის რამდენი ტკივილიანი ღამე გაათენა ვერაგ დაავადებასთან ბრძოლით დაღლილმა, თუმცა არდანებებულმა ხალხის და ერის საყვარელმა მომღერალმა, ადამიანმა რომელსაც საქართველო გულში იხუტებდა და ეფერებოდა, ადამიანი, რომელსაც საქართველო და სიცოცხლე უყვარდა.
  იმედიანს და მომავლის რწმენით გაჟღენთილს, იმის რწმენით რომ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან
ბევრი სიახლით სურდა  წარდგენა, საყვარელი აუდიტორიის წინაშე.
    გუშინ კი, დაამარცხა სიკვდილმა, წაგვართვა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე. ვერ აისრულა გიო ხუციშვილმა ჩანაფიქრი, ვერ გაამართლა  სიცოცხლემ მისი იმედები, სიკვდილთან ბრძოლაში...
   მაიკომ დაკარგა მეუღლე, ზუკამ-საყვარელი მამა, საქართველომ კი, საქართველოზე შეყვარებული მსახიობი და მომღერალი.
გარდაიცვალა გიო, გარდაიცვალა და წაიღო ვინ იცის რამხელა იმედი და სიცოცხლის რამხელა სიყვარული.
   ვერ მოერია სიკვდილს, ვერ დაამარცხა ვერაგი და წავიდა, გაფრინდა ცათა სასუფეველში.
    მტკივა ადამიანები სიცოცხლის წყურვილით გაჟღენთილნი და იმავე სიცოცხლისგან დამარცხებულნი წავიდა გიო და წაიღო უკანასკნელად მის კონცერტზე შეკრებილი ხალხის უზღვავი სიყვარული, წავიდა და წაიღო ადამიანების ცრემლი და ტკივილი.
   წავიდა, თუმცა შთამომავლობას დარჩება უკვდავი მისი სახელი მისი სულის სადიადებლად.
Emigrantebis.TV უსამძიმრებს გიო ხუციშვილის ოჯახს ამ დიდ დანაკლისს. ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს სამარადჟამო სასუფეველში მის სპეტაკ სულს.
                     
              თეონა არაბიძე
  • 0
  • 885

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image