ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ოჯახის სარჩენათ წასული "ემიგრანტი" და ბეწვზე წამებში გადარჩენილი სიცოცხლე

image
-მოგესალმებით ქალბატონო მარინა პირველ რიგში გილოცავთ გადარჩენას

მადლობა უფალს რომ გადავრჩი ალბათ სადღაც ჩემი წილი ბედის ღმერთი არსებობდა.

-როგორც ცნობილია მშვიდობით დააღწიეთ თავი საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს რომელიც ათენ გარე უბანში იყო და 60 ამდე მსხვერპლი ყავს ამ დრომდე...
მოგვიყევით როგორ მოხდა და როგორ დააღწიეთ თავი..

ეს მოხდა ყველაფერი 10 წუთში. მე და ბებია ტელევიზორს ვუყურებდით სუნი ვიგრძენი და გავიხედე გარეთ შემეშინდა შემოვედი სახლში ბებიას ვუთხარი რომ ხანძარი იყო ჩაიცვი და გავიქცეთ-თქო. ბებომ მითხრა აქ არაფერია ნუ გეშინიაო არ დავუჯერე გავიხედე ხალხი გარბის შევედი მოვკიდე ხელი და გავაქციე, ახლოს ერთ ღვთისნიერ მანქანა ყავდა გაჩერებული დაგვიძახა ჩქარა ჩაჯექით-ო და წაგვიყვანა ზღვაზე გადაგვარჩინა ამ საშინელ სიკვდილს.

-შეძელით რამე ნივთების გადარჩენა?

ვერაფერი ვერ გადავარჩინე ტელეფონი, ფული 600 ევრო, პასპორტი, პირადობის მოწმობა ტანსაცმელი ყველაფერი დაიწვა...

-რამდენი წელია რაც ემიგრანტი ბრძანდებით? მაგ ოჯახში დიდი ხანია რაც ხართ?

10 წელია ემიგრანტი ვარ. ამ ოჯახში 2 თვე ხდება რაც ვმუშაობ.

-თავშესაფარი ხომ არ გჭირდებათ როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? არა თავშესაფარი გვაქვს ბებიას ათენში სახლი აქვს იქ ვიქნებით. ელისავეტ მარკოგლუ ამ ქალბატონთან ვმუშაობ.


-გაქვთ თუ არა ინფორმაცია ქართველებზე თუ იმყოფებოდენ თქვენს უბანში?

არა არა ქართველებზე არ მაქვს ინფორმაცია არანაირი.


-ემიგრანტების ტივი მადლობს გიხდით და გილოცავთ კიდევ ერთხელ უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.


თქვენ მადლობა რომ შემეხმიანეთ და დაინტერესდით რომ გადავრჩი ბეწვზე გფარავდეთ უფალი. მარინა მახარშვილი.
  • 0
  • 5 916

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image