ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ემიგრანტულ ცხოვრებაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ რადგან ისევ იტყვიან აწუწუნდნენო!

image
ემიგრანტულ ცხოვრებაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ რადგან ისევ იტყვიან აწუწუნდნენო!

     -მოგესალმებით ქალბატონო ირა. ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს ჩემი რესპონდენტი ბრძანდებით. პირველ რიგში გაგვაცანით თქვენი ოჯახი.  
     -მოგესალმებით. მადლობა თქვენ ,რომ ჩემზე შეაჩერეთ ყურადღება.მივესალმები ემიგრანტებს და ჩემ სამშობლოს.
რაც შეეხება ჩემ ოჯახს მაქვს ლამაზი ოჯახი სიყვარულით შექმნილი , სიყვარულითა და ურთიერთგაგებით  ძლიერი.
მყავს შესანიშნავი მეუღლე ქართველი ვაჟკაცი დ ორი შვილი.
ქალიშვილი ექიმია,ვაჟი ეკონომისტი.
-ემიგრაციაში წასვლამდეც ძალიან წარმატებული და აქტიური ბრძანდებოდით. მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ საქართველოში.
   -საქართველოში ჩემი საქმიანობის შესახებ რომ მოგითხროთ ალბათ  საკმაოდ შორს წავალთ. ვეცდები მოკლე მონახაზი გავაკეთო, თუ შევძელი. ახალგაზრდული წლები კომკავშირული აქტიური ცხოვრებით  ვიყავი დაკავებული. საინტერესო  და ლამაზი წლები იყო... ხშირად ვნატრობ იმ დროს.საინტერესო
ღონისძიებები, არტეკი,ყირიმი,ბორის ძნელაძე...      ვიყავი კომკავშირის მოწინავე მდივანი .ასევე კომკავშირის საქალაქო  კომიტეტის შტატგარეშე მუშაკი. ვმუშაობდი აგრეთვე პიონერხელმძღვანელად ტყიბულის მე-6 სკოლაში,პიონერთა სასახლეში.
    ვმუშაობდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.შემდეგ 11 წელი   სოფელ საწირის საშუალო სკოლის დირექტორად...
  აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჩემი სოფელი  ოდითგანვე ცნობილია , როგორც საქართველიში ერთ- ერთი კურორტი.სულ მალე  პირველი ევრო სოფელი გახდება.
ვმუშაობდი ტყიბულის  საარჩევნო საოლქო კომიტეტის ვავმჯდომარედ
ეგრეთ წოდებული   „ვარდების რევოლუციის წინ"
  ვმუშაობდი  ტყიბულის ინსტიტუტში  ფსიქოლიგიისა და ლოგიკის მასწავლებლად.
ვმუშაობდი  ფსიქოლოგად, ვარ სისხლის სამართლის სერთიფიცირებული ადვოკატი.
ვეცადე რომ თქვენ კითხვაზე მეპასუხა მოკლედ არ ვიცი რამდენად შევძელი.
-დღევანდელი ქართული რეალობა ძალიან მძიმეა მატერიალური თვალსაზრისით.ფაქტიურად ქვეყანა ემიგრანტმა დედებმა გადაარჩინეს.თქვენც ერთ-ერთი ხართ მათ შორის.
   -მართალი ბრძანდებით ოჯახები ემიგრანტმა დედებმა გადაარჩინეს.საქართველოო,ვამბობთ, დიახ, საქართველო, რადგან ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრები , ჩვენ უზარმაზარი არმია ვართ..მე ერთ- ერთ ჩემ ლექსში ხაზგასმით ვწერ, რას გვამადლითო, იტყვის უგულო..ჩვენ არავის არაფერს ვამადლით, ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა.
ემიგრანტული   ცხოვრება კი ტანჯვაა...ხანდახან ისე მომენატრება ოჯახი, სახლი, მიწა, ავტირდები...
ჩემი ერთი ლექსი გამახსენდა,
  "მენატრება ჩემი სახლი,
ჩემი ეზოს ბალახი, ყველაფერი მინდა ჩვენი ,
თუგინდ იყოს ტალახი"
    მეტი რა გითხრათ,რაც შეეხება ემიგრანტულ ცხოვრებას,მეტს არაფერს დავუმატებ , თორემ კიდევ ,,მესვრიან" ვიცი, ისევ აწუწუნდნენო.
  მინდა გითხრათ , რომ ხანდახან სიკვდილი მინატრია მძიმე  სამუშაოს გამო.
-დაჯილდოვებული ხართ "წარმატებული ემიგრანტი ქალი"-ს ტიტულით რომლის პირველი ნომინანტი ქალი თქვენ ბრძანდებით. რა გრძნობა დაგეუფლათ როდესაც გახდით ნომინაციის გამარჯვებული?
   -დაჯილდოება საქართველოში მოხდა.
15 წარმომადგენელი ვიყავით.შერჩეული ყველა ქვეყნიდან.ამ სიხარულს ვერ აღწერ . მე ცრემლიც კი მომერია.მაშინ ვიგრძენი ის სითბო რომ  მთავრობას უყვარს და ახსოვს  ემიგრანტები.
-სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცი აპირებთ კრებულის გამოცემას.
    -სამომავლო გეგმებს რაც შეეხება .მართალი ბრძანდებით, ვგეგმავ კრებულის  გამოცემას, რომელშიც შეტანილი იქნება ჩემი პოეზია და პროზა.
ამავე დროს ვმუშაობ 2 რომანზე. პირველი  გამომძიებლის  რთულ ცხოვრებას აღწერს, მეორე კი რეინკარნაციის თემაზეა.
რომანზე მუშაობა დიდ  დროს მოითხოვს.ზოგი წლები მუშაობს,  მე წლებს არ მოვანდომებ.წლები ალბათ არც მაქვს დარჩენილი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი იქნება.
ამიტომ პოეზიასთან  კავშირს გავწყვეტ და გზას ჩემზე ნიჭიერებს დავუთმობ.მე ობიქტური  შემფასებელი ვარ ჩემი თავის .პროზაში უფრო ძლიერი  ვარ , ვიდრე პოეზიაში.
-უღრმესი მადლობა ქალბატონო ირა, emigrantebis.tv  ნაყოფიერ შემოქმედებით სვლას და ულევ წარმატებებს გისურვებთ.
   -მადლობა თქვენ.emigrantebis.tv.
თქვენ ვერ  წარმოიდგენთ რამდენად დიდ საქმეს აკეთებთ ამით ემიგრანტებისათვის. გვაძლვთ ძალას ,სტიმულს ,რომ შევძლოთ   გატყოცნილი ისარივით შორს  მყოფმა  ემიგრანტებმა ცხოვრების გაგრძელება .
დასასრულ კი შემოგთავაზებთ ქალბატონი ირას ლექსს:
უსიყვარულო ამორძალივით
(სვეტიცხოველი და არსაკიძე)
===========
შენ ხელოვნებას ზედ დაგაკლეს
შენი მარჯვენით,
ბოროტების და სიყვარულის
მსხვერპლი გაგხადეს,
დაღაღადებენ ძილგამკრთალნი
ფხოვის ღამენი,
ქარაფებს შორის გადაჩეხილ
შორენას სახეს.
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷====
თავთუხის თაველს  კვლავ გესვრიან
ყაყაჩოებში,
მზე ნასიცხარი    ისევ  როკავს
სისხლისფერივით,
სვეტიცხოველი კვლავ შემოგვრჩა
ათასწლეულში,
უსიყვარულოდ ძეგლად  ქმნილი
ამორძალივით.
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷
წარუხოცელი სიყვარული ტაძრის
თან გაყვა,
სული მას მისცა შეუერთდა
ყაყაჩოთა ცრემლს,
წიწამურის ველს მოსდგომია
გლოვის თავშალა,
და ის ხოხობი სიცოცხლისთვის
ებრძვის ამ ღამეს.
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷==
თვალებში დარდი ჩადგომია ხეკორძულას წყალს,
ქორსატეველას ჩასთვლემიათ
ბრძოლის ქიმერებს,
სიკვდილი წივის თან დაშანთულ
ტკივილს იამებს,
სისხლში ლაპლაპებს ჯალათი და
ხმლით ხსნის იარებს.
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷
ათასწლეულნი  ითარეშებს  და
უკვდავება,
ღმერთის ტახტრევანს წარუდგება
ამ სვეტიცხოვლით,
ყაყაჩოებიც     სისხლისფერი
კვლავ აყვავდება,
ისევ იტყვიან, ვინ აგაგო, ნეტავ
რა ხელით.
÷÷÷÷÷÷÷÷÷
სვეტიცხოველი კვლავ დარჩება
ათასწლეულში,
უსიყვარულოდ ძეგლად ქმნილი
ამორძალივით....
--------------------------

ირა სოფრომაძე
2018.
იტალია
ბოლონია
         
      მოამზადა თეო არაბიძემ

 
  • 0
  • 602

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image