ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ინტერვიუ ემიგრანტ გიორგი ბერუაშვილთან

image
   -გიორგი გამარჯობა,მოგვიყევი რამდენი წლის იყავი საბერძნეთში რომ წახვედი და წასვლამდე თუ მოღვაწეობდი საქართველოში როგორც მომღერალი?
-გამარჯობა. სკოლა საქართველოში დავამთავრე, 18 წლის ვიყავი საბერძნეთში რომ წამოვედი.საქართველოში როგორც მომღერალი არ ვმოღვაწეობდი,თუმცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩემი ხმა ყოველთვის ისმოდა.მირჩევდნენ რომ ხალხური რეპერტუარი ამერჩია.                                    -ბერძენმა მსმენელმა როგორ მიგიღო,თავის დამკვიდრება ხომ არ გაგიჭირდა?
-ბერძნები საკმაოდ კრიტიკოსები არიან და ძალიან უყვართ თავიანთი ენა.თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია რადგან მათთვის მისაღები რეპერტუარი მაქვს შერჩეული, ესაა ეროვნული,შეიძლება ქართულად ხალხურიც ვუწოდოთ თუმცა ქართული ხალხურისგან განსხვავდება.რადგან არ არის მრავალხმიანობა.ძირითადად დადებით შეფასებებს ვიღებდი რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა.
-რესტორნებში მღეროდით როგორც ვიცი,პარალელურად კი ეკლესიებში გალობდით.
-დიახ,თავის დამკვიდრება რესტორანში სიმღერით დავიწყე.თუმცა მქონდა ჩემი,განსხვავებული რეპერტუარი.აგრეთვე ვგალობდი ბერძნულ მრავალხმიან საეკლესიო გუნდში. ეს ეკლესიის გუნდი ერთადერთია მთელი ათენის რეგიონში რომელიც მრავალხმიანია და 60 წელს ითვლის.ძალიან მწყდება გული რომ სამსახურის გამო გუნდში ხშირად მისვლას ვერ ვახერხებ თუმცა როგორც ჩემი მაესტრო ამბობს მათი კარი ჩემთვის მუდამ ღიაა.ასევე მას ძალიან უნდა საქართველოში სამების საკათედრო ტაძარში ბერძნული წირვა აღვადგინოთ და იმედი მაქვს ერთ დღეს ასეც მოხდება. ბერძენ მგალობლებს რაღათქმაუნდა ქართული გალობაც ვასწავლე.
-მუსიკალური განათლება საბერძნეთში მიიღე?
-22 წლის ვიყავი სწავლა რომ დავიწყე ათენის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში, FAME STUDIO რომელიც ეკუთვნოდა საბერძნეთის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიას (ANT 1) სადაც ბევრი ბერძენი მასწავლებელი მყავდა სხვადასხვა ჟანრში.ჩემდა საბედნიეროდ ვოკალში შემხვდა ქართველი მასწავლებელი ირმა აროშვილი მათაკაკი.შემდეგ სხვა სასწავლებელშიც ვიარე და ვისწავლე კლასიკური რეპერტუარიც.
-მონაწილეობდი მუსიკალურ სატირულ თეატრში,მოგვიყევი დაწვრილებით.
-დიახ,ვმონაწილეობდი თეატრშიც.თავდაპირველად ეს იყო გართობის ხასიათის,ხოლო შემდეგ იმდენად მომეწონა რომ მთავარი როლის შემოთავაზებასაც სიამოვნებით დავთანხმდი.წარმატებით ჩაიარა და სპექტაკლის გატანა სამჯერ გვთხოვეს.
-გიორგი, საკუთარი შემოქმედებიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდი,შენი აზრით რომელმა მოგიტანა ყველაზე დიდი წარმატება ბერძნული პუბლიკის წინაშე?
-ჯერჯერობით საკუთარი მხოლოდ ორი სიმღერა მაქვს,მათიჩაწერა მოხდა მას შემდეგ რაც ორწლიანი ხელშეკრულება დავდე ერთ-ერთ ბერძნულ მუსიკალურ კომპანიასთან.პირველი სიმღერა უფრო რეიტინგული აღმოჩნდა.ახლახან კი დავასრულე მესამე სიმღერაზე მუშაობა და კლიპიც გადავიღე.ამ სიმღერას გამოვარჩევდი განსაკუთრებით რადგან მთლიანად ჯდება ჩემს ხასიათსა და ბუნებაში.
-გიორგი ძალიან დიდი მადლობა,
EMIGRANTEBIS.TV-ის სახელით გილოცავ ახალ სიმღერას და წარმატებებს გისურვებთ.

-პირიქით მადლობა თქვენ და წარმატებები.
მოამზადა თეო არაბიძემ
ინტერვიუ ემიგრანტ გიორგი ბერუაშვილთან

  • 0
  • 774

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image