ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

image
   გიორგი ნიკოლოზის ძე დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს ქ.თბილისში. იგი იყო ქართული და რუსული ფილმების რეჟისორი.გიორგი დანელია ცნობილი იყო როგორც თავად უწოდებდა „ნაღვლიანი კომედიებით.“
სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტშიდა ერთი პერიოდი მუშაობდა კიდეც არქიტექტორად.დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმია „მიმინო“ (1977 წ) და „შემოდგომის მარათონი“ ( 1980 წ)
1986 წელს გიორგი დანელიამ გადაიღო არც თუ მტლად მეცნიერული ფანტასტიკა „კინ-ძა-ძა“. მას 1990 წელს მიენიჭა სახალხო არტისტის წოდება,ხოლო მისი ფილმების მუდმივი პერსონაჟი გახლდათ მისი ამჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა.რომელიც ფილმებში ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით გინესის წიგნშია შეტანილი.
მოგვიანებით გიორგი დანელია დაქორწინდა გალინა იურკოვაზე.მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ანიმაციურ პროექტში და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდოც მიენიჭა. 1979 წელს გიორგი დანელიას ცნობილმა ფილმმა „შემოდგომის მარათონმა“ ესპანეთში სან სებასტიანის კინოფესტივალზე და ასევე ვენეციის საერტაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი პრიზები მიიღო. მისი ფილმების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია:
•სეროჟა (1960)
•„გზა ნავმისადგომთან“ (1962)
•„დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“ (1963)
•33 (1965)
•„არ იდარდო“ (1969)
•„ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები“ (1972)
•„აფონია“ (1975)
•‘მიმინო“ (1977)
•‘შემოდგომის მარათონი (1979)
•„ცრემლები ცვიოდა“ (1982)
•„ქინ-ძა-ძა“ ( 1986)
•„პასპორტი“ 1990)
•„ნასტია“ (1993)
•„არიოლი და რეშკა“ (1995)
•‘ფორტუნა“ (2000)
•„კუ ქინ-ძა-ძა“ (2013)
2019 წლის 4 აპრილს გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. Emigrantebis.tv ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მოამზადა თეო არაბიძემ

  • 0
  • 400

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image