
ბაბუაწვერის სიჩქარით მივქრი დასასრულისკენ მივყავარ ნიავს
იქნებ დამთავრდა ზაფხულზე ფიქრი ,
რადგან მომავალს ის უკვე მიაქვს.
ტკივილი ფისფერ მოსასხამს მასხამს,
ლაყუჩ ახეულ თევზს გავს იმედი.
ზღვაში ჩაწყრულს,
ვადარებ მზეს თავს,
ვფიქრობ,დასასრულს უკვე მივედი.
ირა სოფრომაძე.
იტალია.
ემიგრანტი.