ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ჰეიიი, ვინა ხარ შენ ემიგრანტო?! შენს გარეშე შვილმა ფეხი აიდგა...

image
ჰეიიი,ვინა ხარ შენ ემიგრანტო?

ტვინში რაღაც შეძვრა და არ გასვენებს ..
ვინა ხარ ,ჰოოო ვინ?-ჩაგძახის უხილავი ხმა...
ახალგაზრდა იყავი..
წლები შემოგეფანტა..
თმაში ვერცხლისფერი გაგრევია...
შვილები დაგფრთიანებია..
საკუთარი ბუდე მოუწყიათ და თავიანთ ოჯახს დაჰფოფინებენ...
შვილიშვილებიც წამოჩიტულან..,
მეუღლეც გაგუცხოებია...
ჰმ...მეუღლე..
თავადვე ჩაეცინა ბოროტ ხმას..
10 წელზე მეტი გავიდა რაც არ გინახია და მეუღლე...

ემიგრანტი ბრაზობს...
მე ხომ ჩემს შვილებს ვეხმარები...
კარგი განათლება მივეცი..
ცხოვრების პირობები გავუუმჯობესე...
იცი მე ჩემს მოხუც მშობლებს სიბერე გავუადვილე..
დედმამიშვილებსაც ხელი შევაშველე...
იცი მე ძალიან ბევრ ადამიანს ვაბედნიერებ..
იცი..იცი..
გამეცალე ბოროტო ხმავ....

გაგეცალო?....
და შენ ? შენ ვინა ხარ ამ დროს? გიფიქრია?..
ქალი დაფიქრდა...
ხო ,მე ვინა ვარ?..
ნახა ,რომ ყელში რაღაც ბურთივით გაეჩხირა..
შემდეგ ,ზემოთ ცხვირ-ხახისკენ აუყვა და ცხვირის ძვალი აეწვა...
ცრემლები მოადგა თვალს.
უნდოდა ეტირა,მაგრამ შერცხვა ...
ვინ ხარ ხო ...გაქვს პასუხი?
შენ მათ აბედნიერებ და შენ ვინ გაბედნიერებს...
ფულიიიი...
ფულიიიი...
ფულიიი...
საშუალება ,რომლითაც პრობლემებს აგვარებ.
აი ეს ხარ...

შენს გარეშე შვილმა ფეხი აიდგა..
ლაპარაკი ისწავლა..
სკოლაში წავიდა...
სკოლაც შენს გარეშე დაამთავრა...
ფული გაუგზავნე ..
საუკეთესოდ გამოაწყე და სინდისი დაიმშვიდე...
შენ მათ ბედნიერებას შეეწირე..

გამეცალე ბოროტო ხმავ..
მე მათ ვჭირდები...

დედა გენაცვალოთ შვილებო-ჩაიბურტყუნა ქალმა...
იქვე სკამი შენიშნა.
ძვლივს მიბობღდა იქამდე და გული ,რომ არ წასვლოდა დაჯდომა ძვლის მოასწრო...

დაფიქრდა...
სადღაც სიმართლე იყო..
მწარე სიმართლე...

დედა-სამშობლოვ,დედად წოდებულო.
განა არ მინდა გულში ჩაგიკრა?
მაგრამ იმ დედის მოსიყვარულე ხელებს ვერ ვხედავ,რომელიც მონატრებულ შვილს ელოდება და გულში ჩაიკრავს....
დედა-სამშობლოვ,დღეს დედინაცვლად ქცეულხარ და გერებს დაჰკანკალებ,მათ უფრთხილდები...
დედა -სამშობლოვ ......
თუმც დღეს
დ ე დ ი ნ ა ც ვ ა ლ ო.....
ისევ გვენატრები...
მაგრამ გვაშინებ.....

ავტორი: ✍ მზია წულუკიძე
  • 0
  • 253

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image