... ქალი ემიგრანტი ქვია
თურმე აცრემლებულ თვალებს უცხო ქვეყნის მთვარეს, ძილგატეხილ ღამეს, შენი მონატრება ქვია. გულში ჩაბუდებულ სევდას, შვილებს დანატრებულ დედას, სიზმრად სამშობლოს რომ ხედავს, ქალი ემიგრანტი ქვია. მშობლის მონატრებულ საფლავს, კერას არდარწეულ აკვანს, უქალოდ დარჩენილ სახლკარს, უცხო რომ წაგართმევს საყდარს, შენ კი,სხვაგან ეძებ სახსარს, ბედის ირონია ქვია. იმას,ვინც გიყიდის მიწას და შენს უფლებებს არ იცავს, ვინც კი,მზეს იფიცებს მტრისას, სხვისი ურჩევნია თვისას ქვეყნის მოღალატე ქვია. და მაინც ვიტოვებ იმედს, ოდეს,დღეს ვიხილავთ მზიანს, საქართველოს კვლავაც, კვლავაც ვნახავთ მთლიანს. ღმერთო მომასწარი,ნუ იქნება გვიან, რასაც საქართველოს, გაბრწყინება ქვია. ავტორი: ნანა ჩარკვიანი
კომენტარები 2