ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

აღარ გვწამს ხატი, მირონი, არც ჯვარი არც ეკლესია.

image
ადამიანში რაც ჩადო,
უფალმა აზრი გონება,
გამოვიყენეთ ბოროტად,
დავიწყეთ გამოგონება,

ტყვიამფრქვევების, ბომბების,
ცაში ღმერთსაც კი ვეწვიეთ,
სატანას გადავუსწარით
და კი არ წამოვეწიეთ.

ერთმანეთის კვლა ვისწავლეთ,
მშობელი დედის გინება.
ნგრევაში ოსტატები ვართ,
არ გვიყვარს აღორძინება.

ერთმანეთს ლუკმას დავტაცებთ,
როგორც ნადირთა წესია.
აღარ გვწამს ხატი, მირონი,
არც ჯვარი არც ეკლესია.

ადამიანო რას სჩადი?
ასე რამ გადაგაგვარა?
ეშმაკმა ისე მოგხიბლა,
თავის ნებაზე გატარა.

პრობლემა ჩვენში თუ არის,
გამოსავალიც ჩვენშია.
სულს გავუფრთხილდეთ,
სულს თორე მიწად იქცევა ლეშია.

საკუთარ თავში ვეძებოთ,
უფალი ჩვენი მესია.
საცდუნებლისა გზა და გზა
გვხვდება ათასი ვერსია.

არც სახარებას ვკითხულობთ,
რომანი  ,,უკეთესია".
არ ვუფრთხილდებით გენოფონდს,
რაც სამომავლო თესლია.

ისე გავცივდით ვერ ვამჩნევთ,
გავმხდარვართ ენაწყლიანი.
არა და ერთ სხეულშია,
ღმერთი და ადამიანი....

                                 
   გიორგი კუბლაშვილი
  • 1
  • 1 465

კომენტარები 1

GeorgelopaY
GeorgelopaY 8 იანვარი 2023 05:03
У вас есть автомобиль? Тогда вам обязательно потребуется полис осаго. Теперь его можно оформить онлайн, для этого сделан специальный сайт, заходите. оформить осаго онлайн на 1 месяц

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image