ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ავთანდილ მიქაბერიძე-ს

image

ავთანდილ მიქაბერიძე

ავთანდილ მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1953  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა იენის(გერმანია) ფრ. შილერის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური სიძველეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს.

1970-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1982-1991წწ. ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიის უმცროსი, ხოლო 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992წწ. ლაბორატორიის გამგე, 1987-1993წწ. ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან დღემდე მის მიერვე დაარსებული ათენის ქართულ-ბერძნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1983წწ. საბერძნეთში სასწავლო-სამეცნიერო მივლინების დროს მოაწყო სამეცნიერო ექსპედიციები ათონის მთაზე, პატმოსზე, ხიოსზე, კრეტაზე, სირიაში, იორდანიაში, კვიპროსზე, ეგვიპტეში, პალესტინაში, სადაც მიაკვლია ქართული კულტურის ისტორიისათვის ბევრ უცნობ ან ნაკლებად შესწავლილ მასალას. მის დამსახურებად ითვლება ათონის მთის ქართულ ხელნაწერთა გამოვლენა და ფოტო-ფიქსაცია (1981) კინორეჟისორ გ. პატარაიასთან ერთად. 1996 წელს ქართულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, მოახდინა ჩრდილოეთ საბერძნეთში ახლადგამოვლენილი მონასტრის იდენტიფიკაცია - როდოპის მთის წმ. გიორგის მონასტერი, რითაც ახალი სახელი შესძინა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებო კერებს. დასახელებულმა სამეცნიერო აღმოჩენამ უნიკალური მასალებით შეავსო XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური დიპლომატიური, სულიერი და კულტურული ურთიერთობების ისტორია, რომლის ცენტრში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ბიზანტიის ქართველი დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული მარიამ-მართა - ყოფილი ბაგრატიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინიციატივით საბერძნეთში სამჯერ ჩატარდა ბერძნულ-ქართული სამეცნიერო სიმპოზიუმი ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობების საკითხზე (1980წ. - ათენი და პატმოსი, 1989წ. - ათენი, 1997 წ. - თესალონიკე); ხოლო 1999 წელს, საბერძნეთში მოპოვებული დაფინანსებით, 1999 წ. მარტში ქ. ათენში გაიმართა „ქართული მეცნიერებისა და კულტურის კვირეული”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვანი დელეგაცია როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან: გამოჩენილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ქართული საშემსრულებლო მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავები. აღნიშნული ფორუმის ცენტრში იყო მთავარი ღონისძიება -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ხმელთაშუაზღვის რეგიონი და კავკასია''. ხშირად ატარებს ლექციების კურსს საქართველოსა და ბიზანტიის კულტურების ურთიერთმიმართების საკითხებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ათენისა და კრეტის უნივერსიტეტები, ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, საბერძნეთის ეროვნული კვლევის ცენტრი, კულტურული საზოგა­დოება "პანორამა", ბენაკის მუზეუმი (საბერძნეთი), მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტები, სახელმწიფო ერმიტაჟი, ა. რუბლიოვის მუზეუმი (რუსეთი), ვე­ნისა და ზალცბურგის (ავსტრია), მარბურგის (გერმანია), რომის უნივერსიტეტები (იტალია) და ა.შ. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ასევე, დოკუმენტური ფილმების "სინას მთის" თანააავტორი და "აფროდიტეს კუნძულის ქართული სიძველენის" სცენარის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ემილიუს ბლოსიუს დრაკონციუსი და მისი "მედეა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 234; ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი : www.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ათენის ჯანმრთელობის ცენტრი", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • "კლასიკური ხელოვნების ინსტიტუტი - აპოლონ", დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი
  • ასოციაცია "დიოსკურია"("მშვიდობიანი, დიალოგის აფხაზეთი"), დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
  • ასოციაცია "მსოფლიო ფილოსოფიური ფორუმი", გენერალური მდივანი
  • ასოციაცია "საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი", ვიცე-პრეზიდენტი
  • საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO -ს ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საბერძნეთის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის ქართულენოვანი რადიო "ივერია", მთ. რედაქტორი
  • ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია", დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
  • ქ. ათენის ქართული ინსტიტუტი, დამფუძნებელი და დირექტორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ღირსების ორდენი
  • 2016 - ზესტაფონის საპატიო მოქალაქე
  • 2015 - საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპატიო სიგელი და მედალი, "ჩვენ გვაძლიერებს ყოველივე, რაც გვაერთიანებს"
  • 2014 - საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO -ს ასოციაციის სიგელი და მედალი
  • 2010 - ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და მედალი, "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • 2010 - კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
  • ადამიანი სიკეთე მე ესე დაგარქვით გილოცავთ იუბილეს ბედნიერი წლები შეგმატებოდეთ თქვენს პჯახთან ერთად უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
  • პატივის ცემით ნათია სალაძე www.emigrantebis.tv
  • 2
  • 1 304

კომენტარები 2

PhilipCer
PhilipCer 3 იანვარი 2023 02:32
Займы для лидей с любой кредитной историей! Удобный сервис - займ на карту сбербанка онлайн (займнтон.рф). Помимо этого есть возможность займ онлайн без отказа 100 на сайте экспресс-микрозайм.рф. Выбирать вам, моё дело лишь предложить два варианта. У вас день рождения? Или хотите кого-то поздравить? Купите красивый презент к подарку - воздушный шарик. Интернет-магазин шаров купи-шары.рф предлагает множество вариантов здесь купить воздушные шарики. При необходимости активировать операционную систему можно воспользоваться специальной программой-активатором, которая быстро и без труда установить вам активатор windows 7 ultimate. Для любителей игр я нашел сайт: 1хбет зеркало на сегодня здесь описано пару слов о том как делают ставки на спорт. Заходите и смотрите про 1хбет, что это и как это работает сказано тут: 1xbet сайт. И многое другое. Вопрос про двери остается открытый. Я себе купил входную дверь на одном очень интересном сайте, вот ссылка входная дверь купить с установкой недорого сами проверьте. Входные двери и правда качественные и мастера молодцы. Другие матриалы по теме займов можно найти здесь быстрые займы без отказа на хорошем сайте
GeorgelopaY
GeorgelopaY 8 იანვარი 2023 01:31
Привет всем! Если вы ищите полис осаго, то обратите внимание на спец сайт с такой возможностью. осаго псков калькулятор

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image