ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ხელოვნებაშია ჩემი ძალა, შარმიც და სიცოცხლეც

image
ამჟამად რას საქმიანობ?
- მხატვრობითა და მუსიკით ვცხოვრობ. დილით რომ ავდგები ვიწყებ ხატვას, სამი საათი ვხატავ, შემდეგ ვემზადები და ქუჩაში ვუკრავ( თუ ამინდი გვაძლევს საშუალებას) ჩემი აკომპანიმენტით შესანიშნავი მომღერალი საბა ღურწკაია მღერის, რომელთანაც მუსიკალური ურთიერთობის გარდა ძმადნაფიცობა მაკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუჩაში როდესაც ვუკრავთ ჩერდებიან და დიდხანს გვისმენენ.
როგორია ხელოვანის ცხოვრება?
-ხელოვანის ცხოვრება ძალიან აქტიურია,შეხვედრები,გასტროლები,საღამოები,გამოსვლები,ტელევიზია,კონკურსები ,ზრუნვა იმიჯზე. ხელოვანის გვერდით ცხოვრება და მისი გაგება ძალიან რთულია, ყველა ვერ შეძლებს.მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ჩვენ ხელოვანებს დღისით გვძინავს და ღამე ვმუშაობთ. გრანელს ეკუთვნის სიტყვები: ღამე შექმნილია შემოქმედებისთვის და არა ძილისთვის, ღამით იბადება იდეები, რომელთაც თანდათან ვანხორციელებ. ხელოვანის ცხოვრება მრავალფეროვანია, არასოდესაა მომაბეზრებელი, ჩემი ცხოვრება ასეთია და არც მომავალში ვხედავ სხვაგვარად.
როგორც ვიცი ხატავ, ვინაა შენი შთაგონების წყარო?- დიდიხანია ვხატავ, მაგრამ თოთხმეტი წლიდან უფრო აქტიურად. ხუთი პერსონალური გამოფენა მქონდა, აქედან ოთხი თბილისში და ერთი ახალციხეში. მაგთი კლუბში ხუთ ნიჭიერ კოლეგასთან ერთად დღესაც მაქვს გამოფენა. მგონი ახალი აღარავისთვის იქნება: ჩემი მუზა ქალბატონი ლელა წურწუმიაა რომელსაც ცხრამეტი წელია ვხატავ, მისი ასობით პორტრეტი მაქვს შექმნილი და ვიცი კიდევ ბევრჯერ დავხატავ. 
მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული?
- ჩემი მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს შვიდწლედით, ხოლო გიტარაზე და ფანდურზე მეცადინეობის ორი თვით შედგება. გიტარაზე რვა წლიდან ვუკრავ და ეს საკრავი და მე განუყრელი ვართ. ხელოვნებაშია მთელი ჩემი ძალა, შარმიც და სიცოცხლეც! მუსიკა ჩემშია და მე მუსიკაში.
როგორ ფიქრობ ჩვენს ქვეყანაში, ნიჭიერი ხელოვანი დაფასებულია?
- პირდაპირი პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაინც ვიტყვი რომ კი! არის დაფასებული. ჩვენ ძალიან ნიჭიერი და მუსიკალური ერი ვართ, რომელსაც ხედავენ და აფასებენ.
უცხოურ მუსიკალურ პროექტებში რატომ არ მონაწილეობ?
-მახარებს ის ფაქტი რომ საბა საფარელი არავის გაუცვნია რომელიმე პროექტით, ჩემი შრომით და მონდომებით მოვიდა ჩემთან ყველაფერი ის რაც მაქვს. სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ,ვფიქრობ ესეც იქნება და სხვა ბევრი სიახლეც. 
შენი ნამუშევრები რითი გამოირჩევა?
-ძირითადად პორტრეტებზე ვმუშაობ, ვხატავ აბსტრაქციასაც მაგრამ შედარებით იშვიათად. ნამუშევრის გამორჩეულობაზე ვფიქრობ, რომ სხვამ უნდა ისაუბროს.
ადამიანი რომელსაც მიბაძავდი-ასეთი ადამიანი ჩვენი პატრიარქია, რომელიც იყო და დღემდე რჩება ჩემთვის სულგრძელობისა და სიმშვიდის ეტალონად. მისგან ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ მეც სათნოვეყო უფალს ჩემი ცხოვრებით.
რას უსმენს საზოგადოება?
-საზოგადოება ყველას და ყველაფერს არ უსმენს. ვფიქრობ რომ ჩვენთან გემოვნებიან მუსიკას უსმენენ რაც ძალიან მახარებს. 
გეგმა რომელსაც განახორციელებდი
- შრომა არ მეზარება და შესაბამისად მუდამ ვაწყობ გეგმას და შემდგ ეტაპობრივად ვანხორციელებ. ოღონდ ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მირჩევია საქმით განახოთ.шаблоны для dle 11.2
  • 0
  • 309

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
  • წონაში დაკლების მარტივი რეცეპტი რომელიც გაგაოცებთ
  • ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში, მუხლჩაუხრელი შრომით მომუშავე ხალხი ინახავს...
  • ინტერვიუ ემიგრანტ გიორგი ბერუაშვილთან
  • მესმის მხოლოდ მარადიული სიყვარულის, როგორ შეიძლება თქვა, რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს....
  • სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული
  • ემიგრანტულ ცხოვრებაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ რადგან ისევ იტყვიან აწუწუნდნენო!
  • ხელოვნებაშია ჩემი ძალა, შარმიც და სიცოცხლეც
  • მუსიკას რომელსაც ეტყობა, რომ პროფესიონალიზმით და გემოვნებითაა შექმნილი, საქართვველოში მსმენელი არყავს
  • აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ
  • ჩემს ქვეყანაში, ჩემი შრომა და შესაძლებლობები არ დამიფასდა
  • Image