ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული

image
ჩვენი რესპოდენტი ყველასათვის საყვარელი ახალგაზრდა მუსიკოსი ვაკო კრაწაშვილია, რომელიც  ფართო მსმენელმა  მუსიკალური პროექტიდან ,,მხოლოდ ქართული“-თ გაიცნო

რატომ გადაწყვიტე  მომღერლობა?
-ბავშობიდან ვმღერი,  როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოვიდა არ მიფიქრია ჩემი ცხოვრება სხვა სფეროსთვის მიმეძღვნა,შესაბამისად ახლა ქართული ხალხური და სამგალობლო ხელოვნების მაგისტრი ვარ.

რა მოგიტანა პროექტმა ,,მხოლოდ ქართული“?

-ეს არ არის მხოლოდ პროექტი. მხოლოდ ქართული საქართველოს მუსიკალურ სივრცეში ახალი, გემოვნებიანი და რაც მთავარია ქართული სიტყვაა. 
შესაბამისად, როდესაც ასეთი მოვლენის მონაწილე ხარ წარმატება გარდაუვალია.

შენი აზრით რით განსხვავდება ქართული და უცხოური მუსიკალური პროექტები?

-ჩემი აზრით პროექტის წარმატება აუდიტორიაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ქართულ პროექტებს ვერ შევადარებ იმ ქვეყნების პროექტებს, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათეული მილიონია, რადგან მონაწილეების შემოდგომი განვითარება პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ფართო მაყურებელზე. ვგულისხმობ კონცერტებს,ივენთებს, კლიპებს და ზოგადად შოუბიზნესს.

როგორ ფიქრობ, მუსიკალური პროექტების ჟიური სამართლიან შეფასებას აძლევს კონკურსანტს?

-ყველა ადამიანი სუბიექტურია, ამიტომ თუ რომელიმე ჟიურის წევრს არ მოსწონს კონკურსანტის კონკრეტული სიმღერის შესრულება ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჟიურის პრობლემა. თითოეული კონკურსანტი ნებისმიერ პროექტში უნდა ცდილობდეს, რომ ნებისმიერი მსმენელის და ასევე ჟიურის მოწონება დამისახუროს.


საზღვარგარეთ მუსიკალურ პროექტებში რატომ არ მონაწილეობ?

-ამაზე არ მიფიქრია, თუმცა არაფერია გამორიცხული.

როგორც ვიცი სიმღერის გარდა მოდელობითაც ხარ დაინტერესებული, როგორ ახერხებ შეთავსებას?

-მოდელობით არ ვარ დაინტერესებული,უბრალოდ მიყვარს ფოტოებისგადაღება, მყავს ძალიან კარგიმეგობარი ფოტოგრაფი (გიორგიმიქელაძე), რომელიც მიღებსხოლმე ფოტოებს...

ოგორი უნდა იყოს გოგო რომელსაც ცოლად მოიყვან?

-როგორი უნდა იყოს ვერ გეტყვით,თუმცა ის ნამდვილად იქნება ვინც შემიყვარდება 

მოგვიყევი შენს ოჯახზე

-თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვანთა ოჯახის წევრი ვარ. მშობლები პროფესიონალი მხატვრები არიან, თუმცა სამწუხაროდ ახლა თავისი პროფესიით არ მუშაობენ. მყავს და რომელიც სტუდენტია, მან  მშობლების პროფესია აირჩია, ასევე არაჩვეულებრივი თვითნასწავლი დიზაინერია. ასევე მყავს  ბებია რომელიც ძალიან მიყვარს.
 
რა არის საჭირო იმისათვის რომ მომღერალმა თავის მსმენელს  ღირებული პროდუქტი შესთავაზოს?

-სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული..

შენი აზრით საქართველოში მომღერალი დაფასებულია?

-დაფასება ზოგადი ცნებაა,შესაბამისად, როდესაც ადამიანს აქვს საშუალება, რომ თავისი საქმე აკეთოს და ამით სიამოვნება მიანიჭოს სხვებს, კონკრეტულად მომღერლებს ვგულისხობ, მაშინ იმსახურებ მსმენელის სიყვარულს და ამ შემთხვევაში დაფასებულიცხარ... 

რას გეგმავ?

-  უახლოესი გეგმები ჩემს საავტორო სიმღერებს უკავშირდება, ასევე  მოსწავლეებს გიტარაზე დაკვრას ვასწავლი. ვაპირებ სიმღერაზე მომდევნო კლიპის გადაღებას.

ავტორი: გურამი არუთინაშვილიшаблоны для dle 11.2
  • 0
  • 318

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
  • წონაში დაკლების მარტივი რეცეპტი რომელიც გაგაოცებთ
  • ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში, მუხლჩაუხრელი შრომით მომუშავე ხალხი ინახავს...
  • ინტერვიუ ემიგრანტ გიორგი ბერუაშვილთან
  • მესმის მხოლოდ მარადიული სიყვარულის, როგორ შეიძლება თქვა, რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს....
  • სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული
  • ემიგრანტულ ცხოვრებაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ რადგან ისევ იტყვიან აწუწუნდნენო!
  • ხელოვნებაშია ჩემი ძალა, შარმიც და სიცოცხლეც
  • მუსიკას რომელსაც ეტყობა, რომ პროფესიონალიზმით და გემოვნებითაა შექმნილი, საქართვველოში მსმენელი არყავს
  • აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ
  • ჩემს ქვეყანაში, ჩემი შრომა და შესაძლებლობები არ დამიფასდა
  • Image