ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში, მუხლჩაუხრელი შრომით მომუშავე ხალხი ინახავს...

image

• სპორტრის რომელ სახეობას მიყვები?
- სპორტის სახეობას რომელსაც მივყვები : mma ანუ mixed martial arts ქვია. საქართველოში ბრძოლა წესების გარეშეს ეძახიან, მაგრამ ეს არასწორი სახელია და მას შერეული ორთაბრძოლები ეწოდება.


• შეჯიბრებებზე საქართველოს წარმოადგენ?
- რათქმაუნდა ყველა შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოვადგენ და საქართველოს სახელით გამოვდივარ მიუხედავად იმისა, რომ არცერთი სპორტის ფედერაციიდან ან სპორტის სამინისტროდან დაფინანსებული არ ვყოფილვარ. არც საინფორმაციო მხარდაჭერა მაქვს რომელიმე ფედერაციიდან. მე პროფესიონალებში გამოვდივარ და ეს ჩემი ნებაა საქართველოს სახელით გამოვალ თუ ამერიკის და შვიდი წელია ამერიკაში ვარ და ყოველთვის საქართველოს დროშით გამოვდივარ ორთაბძოლაზე.

• ჯილდო რომელმაც შეცვალა შენი კარიერა- ესე ერთ ჯილდოს ან გამარჯვებას არ შეუცვლია ჩემი კარიერა. კიდევ ვიტყვი რომ ეს პროფესიონალური სპორტია და არ არის სამოყვარულო სპორტი სადაც ერთ იღბლიან დღეს გახდე მსოფლიოს ჩემპიონი და მერე შეგიძლია თავი დაანებო უფრო მეტი რაღა უნდა მოიგო. აქ ყველა გამოსვლა და გამარჯვება წინაზე წარმატებულია იმიტომ რომ შენ რეიტინგში წინ გადადიხარ და უფრო ბევრი ხალხი გიცნობს.
• რა არის საჭირო იმისათვის რომ გახდე წარმატებული სპორცმენი?
- მიზანი, შრომა, დისწიპლინა და იღბალი უარი უნდა თქვა ბევრ რამეზე... მაგალითად : კარგ სმა-ჭამაზე ალკოჰოლზე და ღამის თევაზე .
• მოგვიყევი შენს ოჯახზე
- ჩემი ოჯახიდან ყველა საქართველოშია. მშობლები, ორი უფროსი ძმა რომლებიც დაოჯახებულები არიან. შვიდი წელია რაც ემიგრაციაში ვარ, ამ პერიოდში ჩემი ერთი ძმა დაოჯახდა და ორი შვილი შეეძინა არც რძალს და არც ძმიშვილებს არ ვიცნობდი, წინა ზაფხულს ვიყავი ექვსი წლის მერე და დიდი სიხარულო იყო. ძირითადად დროს ჩემს ოჯახთან ვატარებდი.

• საქართველოში დაბრუნდები?- დავბრუნდები და მგონია არც დამიტოვებია რადგან ისევ საქართველოს ცხოვრებით ვცხოვრობ და საქართველოთი ვამაყობ, მიხარია რომ ქართველი ვარ. გული ძალიან მწყდება რომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უზომოდ უჭირს და ბევრს ჰგონიათ რომ რომელიმე მთავრობა მათ დაეხმარება. სინამდვილეში ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში მუხჩაუხრელად მომუშავე სალხი ინახავს...

• სპორტის მაგ სახეობას საქართველოში რატომ არ გაყევი, არ გქონდა საჭირო პირობები?- საქართველოში ჩემი სპორტის სახეობაში დაბალი დონის შეჯიბრებები ტარდება პროფესიონალური შეჯიბრება თითქმის არ ტარდება
• რა არის სპორცმენისთვის ყველაზე ღირებული?
- ჩემთვის და ალბათ ყველა პროფესიონალი სპორცმენისათვის ღირებულია სამშობლო და ოჯახი, შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი მოდის. პროფესიონალური სპორტი მშრომელი ადამიანების დაფასებას და პატივისცემას გვასწავლის.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

  • 0
  • 569

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image