მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა ცხრამეტი წლიდან დაიწყო და დღემდე უამრავ წარმატებას მიაღწია, ამჟამად ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და სპორტის სახეობას (წყალბურთი) მიყვება, სანდროს თაყვანისმცემლებს შევახსენებ რომ მისი გული თავისუფალია და თქვენ გელოდებათ
საქართველოდან წლებია წავიდა, მაგრამ მშობლიურ ენას არ ივიწყებს, ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობს და ყოველთვის ცდილობს ესტუმროს თავის ქვეყანას. აღსანიშნავია ისიც რომ ირაკლიმ ბევრი ქართველი იხსნა თაღლითობისგან რომლებსაც უცხო ქვეყანაში დასაქმებას პირდებოდნენ და საფასურის აღების შემდეგ აეროპორტში ტოვებდნენ
ღარიბ მაგრამ სიყვარულით სავსე ოჯახში გაიზარდა, ფინანსების არქონის გამო ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში, ჩვენი რესპოდენტი საოცრად თავმდაბალი მომღერალი დავით ქურდიანია
არის თვით ნასწავლი ხელოვანი, ქმნის არაჩვეულებრივ ნაკეთობებს, დროებითი პაუზა ბავშვის დაბადებას მოჰყვა, თუმცა თავის საყვარელ საქმეს კვლავ დაუბრუნდა, რათა გაგახაროთ და ღირებული პროდუქტი შეგიქმნათ. ჩვენი რესპოდენტი: სალომე მებურიშვილია