ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

სიყვარულს ასაკი არ აქვს და ეს მტკიცედ დამკვიდრებული აზრია

image

აღსანიშნავია რომ ნიკა ქველმოქმედი მუსიკიოსია და თითქმის ყველა საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობს. ყავს გამორჩეული პოეტი ქალბატონი მადონა კალანდია, ვის ლექსებზეც მისი არაჩვეულებრივი მუსიკა იწერება.
თამამად შესაძლოა ვისაუბროთ მასზე რადგან ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა

• როგორ შეაფასებ შენს კარიერას?
- ამ შეკითხვაზე ჩემთვის ძალიან რთულია ერთგვარი პასუხის გაცემა, რადგანაც წარმატება, ჩემს ცხოვრებაში, აბსოლიუტურად სუბიექტურია და პიროვნული წინსვლით იჩენს თავს.სკოლის ასაკიდან ვმუშაობ ჩემს თავზე და მუსიკას ვწერ. პირველი ნაბიჯები და კარიერული გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ ამის ერთსახად დასახელება გამიჭირდება. ყველაფერი ცოდნის წყურვილით და გეგმების დაწყობით იწყება, ჩემი მუსიკალური და პროფესიონალური ჩამოყალიბება უფრო დიდი თავგადასავალია, ვიდრე რაიმე სხვა.

• პოეტი რომელიც გამორჩეულად გიყვარს?
- ქალბატონი მადონა კალანდია, რომელიც მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლავთ. ძირითადად მის ლექსებზე ვწერ მუსიკას.

.როგორ ფიქრობ დღეს საქართველოში მსმენელისთვის ღირებული მუსიკა იქმნება?
- მეტნაკლებად ,რადგან ყველა პროექტის და ნაწარმოების შექმნაში აქტიურად ვარ ჩართული, ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვფიქრობ რომ მუსიკოსი ასე უნდა იქცეოდეს, რადგან ყველა ქვეყანას და კულტურას ჰყავს დახვეწილი, გაგებული და ამავე დროს ძალიან კრიტიკული მსმენელი, ისევე როგორც ძალიან შეზღუდული და უსაფუძვლოდ აგრესიული მსმენელი…

• რთულია მუსიკოსის ცხოვრება?
- დიახ, რადგან მუსიკოსს ძალიან ბევრ რამეზე უწევს ფიქრი ,ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემს მსმენელს ღირებული მუსიკის ნიმუში შევთავაზო, რადგან მუსიკოსის შესაძლებლობა განუსაზღვრელია. მუსიკა საუკეთესო მედიტაციის საშუალებაა, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია, ის შინაგანად მავსებს და მაძლიერებს!..

.საკუთარი კომპოზიციიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდი და რატომ?
-მიყვარს ყველა ჩემი ნაწარმოები, თუმცა გამოვარჩევდი სიმღერას ,,აფხაზეთში დაღუპულ გმირებზე’’ რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა!.
ეს ის სიმღერაა, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენ!..

• აფხაზეთს უმღერე, რას იტყვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
- დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები , რაც დიდი უბედურება და სამწუხარო ფაქტია!..

გიფიქრია ქვეყნის დატოვებაზე, და რატომ?
- მიფიქრია, მხოლოდ კარიერის გამო !.

. ემიგრაციის მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს?
- მიგრაცია ეს ყველასთვის ნაცნობი საკითხია ,ჩვენს გარშემო უამრავი მიზეზია ,რაც პროცესს შეუქცევადს ხდის, მაგრამ ხშირად მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რაც ქართველებს უცხოეთში მოხვედრისთანავე ექმნებათ, ემიგრანტთა რიცხვი კი არ მცირდება ,პირიქით დღითიდღე იზრდება.
ჩემი აზრით, ეს ტენდეცია არც მომავალში შეიცვლება.



• ამბავი რომელმაც შეგცვალა და განსაკუთრებით გახსოვს

- ვერ გამოვყოფ ამბავს ,რომელმაც შემცვალა ,რადგან ვფიქრობ ,რომ ადამიანი ,როგორც პიროვნება ,სხვადასხვა ამბების ერთობლიობაა. დრო გვაყალიბებს და გვზრდის.

რამოდენიმე დღის წინათ ვნახე შენი პოსტი სოციალურ ქსელში სადაც წერდი რომ უარი გითხრა ადამიანმა რომელიც გიყვარს, მიზეზად პატარა ხარო. რას ეტყვი მას? სიყვარულმა ხომ ასაკი არიცის?
- დიახ, სიყვარულს ასაკი არ აქვს და  ეს მტკიცედ დამკვიდრებული აზრია.თუმცა ყველა ასაკს თავისებური სიყვარული ახასიათებს. მას ვეტყოდი მხოლოდ ერთ რამეს რომ ჭეშმარიტი სიყვარული  შეიცნოს .

• შენთვის მისაბაძი ქართველი კომპოზიტორი
- ვაჟა აზარაშვილი .

• კითხვა რომელიც საკუთარი თავისათვის დაგისვავს
- რას ვაკეთებ იმისათვის ,რომ ვიყო ბედნიერი?..

• წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი და რატომ?
- ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი , რადგან მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ყოველ წუთს ვუშვებთ შეცდომებს, ამიტომ უნდა შეგევძლოს საკუთარი შეცდომების დანახვა და მათი გამოსწორება!.

• კულტურის მინისტრი რომ იყო, როგორ განავითარებდი ქართულ შოუბიზნესს და რას შეცვლიდი? აღსანიშნავია ისიც რომ მომღერლების უმეტესეობა საქართველოში მის არ არსებობზე საუბრობს
- ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი !.მინისტრს ,რომელსაც ხელოვნება და შოუბიზნესი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია ,შოუ ბიზნესი სახელმწიფო დოტაციაზე არსებობას  არა მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ნიშნავს.
რათქმაუნდა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით შოუ ბიზნესი არ არსებობს!.

• რას გეგმავ?
- სამომავლო გეგმები ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირდება, მინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემს შესახებ და ბევრად მეტ ადამიანს მივანიჭო სიხარული , იმ საქმით რასაც ვაკეთებ. ასევე ალბომის გამოშვებას და ვიდეოკლიპების გადაღებას ვგეგმავ.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი

  • 0
  • 872

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image