ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ

image

• რამდენი ხანია, რაც საიუველირო ნაკეთობებს ქმნი?
- ბავშვობიდან ხელნაკეთი აქსესუარებით, ვიყავი გატაცებული და ძალიან მიყვარდა მათი როგორც შექმნა, ასევე ტარება. სიმართლე რომ გითხრათ დიდი ხანი არ არის რაც ხელნაკეთი აქსესუარების რეალიზაცია დავიწყე. წლების გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ ეს ის საქმეა რაც მე ძალიან მაბედნიერებს. თითოეულ ჩემს ნამუშევარში ძალიან დიდ სიყვარულს ვდებ.
• აქსესუარის შექმნისას რა მასალას ანიჭებ უპირატესობას?- აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ. ვცდილობ რომ ნათელი და ბრჭყვიალა მასალა გამოვიყენო, თუმცა ასევე კლიენტის გემოვნებას ვითვალისწინებ და ვცდილობ მისი მოთხოვნა სრულყოფილად დავაკმაყოფილო.
• ვისთვის იქმნება შენი პროდუქცია და როგორ სეგმენტზეა გათვლილი?- ჩემი პროდუქცია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის არის მორგებული და ხელმისაწვდომი
• შეკვეთებზე მუშაობ?
- დიახ ვმუშაობ შეკვეთებზე, ასევე საქართველოს ფოსტის საშუალებით, მოკლე დროში ნებისმიერ რეგიონში ვგზავნი
• გამოფენაზე გიფიქრია? - ნებისმიერი მცირე მეწარმისთვის მნიშვნელოვანია თავისი პროდუქციის ფართო მასშტაბით წარმოდგენა, ჩემთვისაც პრიორიტულია საკუთარი ნამუშევრების სხვებისთის გაზიარება, მქონდა რამოდენიმე შემოთავაზება, თუმცა ამ ყველაფერს ჩემი პატარას დაბადება მოჰყვა, რის გამოც შეტავაზებაზე უარის თქმამომიწია. შემდეგ იყო ჩემი დროებითი ჩამოშორება საყვარელი საქმისგან, თუმცა ახლა ახლი იდეებით, შემართებით და დიდი მონდომებით შევუდექი იმ საქმიანობას რომელიც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
• წელს როგორი ფერებია მოდური?
- ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული გემოვნება, ამიტომ ისეთ საიუველირო ნამუშევრებს ვქმნი, რომელიც ყველა ადამიანზე იქნება გათვლილი. მომხმარებლები უფრო დიდ უპირატესობას ფერებს ანიჭებენ, რომლებიც გაზაფხულს გავს, არის ნათელი და ფერადი.
• შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც მუშაობ, რამდენად კმაყოფილნი არიან შენი პროდუქციით?- დიდი დრო არაა რაც აქსესუარების შექმნა განვაახლე, აქედან გამომდინარე შეხება შოუბიზნესის რამოდენიმე წარმომადგენელთან მქონდა, ძალიან მოსწონთ ჩემი აქსესუარები, სწორედ მათ მომცეს ბიძგი იმისა, რომ ჩემი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.
• სამომავლოდ რას გეგმავ?
- ვგეგმავ რომ პერსონალური გამოფენა გავაკეთო. დავაინტერესო უფრო მეტი ადამიანი, შევქმნა ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ნამუშევარი დავამატებ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და რასაც გულით მოინდომებთ აუცილებლად გამოგივათ. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, საოჯახო საქმიანობასთან ერთად მაინც ვცდილობ გამოვნახო დრო, რათა ჩემი საყვარელი საქმიანობა გვერდზე არ გადავდო და ჩემი პოტენციური მომხმარებლები გავახარო.
- გთავაზობთ მომრერალ სოფო ბედიას კომენტარს:-სალომე ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონაა, ძალიან მომწონს მისი აქსესუარები რომელსაც სიამოვნებით ვატარებ, მიხარია რომ ასეთი მეგობარი მყავს. მინდა სალოს ბევრი წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ რომ უფრო მაშტაბური გახდება მისი ნამუსშევრები და ვისურვებ მისი სახელი ერთ ერთი წარმატებული ბრენდი გახდეს
ავტორი: გურამ არუთინაშვილი
  • 0
  • 537

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image