ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

მუსიკას რომელსაც ეტყობა, რომ პროფესიონალიზმით და გემოვნებითაა შექმნილი, საქართვველოში მსმენელი არყავს

image
• როდის გაგიცნო მსმენელმა?
- მსმენელმა 2018 წლის 4 აპრილს, სიმღერა "ქუთაისო ჩემო -თი გამიცნო.
• როგორ ოჯახში იზრდებოდი, ვინ არიან შენი მშობლები?
- ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარულიც და სითბოც სუფევდა, მაშინ როგორც ახლა ძალიან ბევრს უჭირდა. ჩემი მშობლები მამა ნოდარ ქურდიანი, რომრლიც ძალიან თბილი , სტუმართმოყარე და ალალი ადამიანი გახლდათ . ნამდვილი ქართველი, ის ძალიან კარგი პიროვნება იყო რომელიც ძალიან ბევრს უყვარდა. სამწუხაროდ 1997 წელს გარდაიცვალა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცამეტი წლის ვიყავი.
დედა ძალიან სამართლიანი, თბილი, მეგობრული და უაღრესად კარგი ადამიანია. მისი გაცნობა არავის გულგრილს არ ტოვებს, ყველა პატივს სცემს, რადგან საკმაოდ სტუმართმოყვარე და პოზიტიური ადამიანია. სხვათაშორის მას მუსიკალური განათლება აქვს, საგუნდო-სადირიჟორო, მაგრამ ამ მიმართულებით არ უმუშავია, ამჟამად დიასახლისია.

• ქართულ ტრადიციებზე რას ფიქრობ? რამდენად ტრადიციული ხარ?ქართულ ტრადიციებს, რაც შეეხება, ქართველი ვარ და როგორ შეიძლება პატივს არ ვცემდე აქაურ ტრადიციებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მიყვარს, მაგრამ რითაც თავს ვიწონებთ ნამდვილად კარგია. მაგალითად: ქართული სუფრა, სადღეგრძელოები და კულტურა. ასევე ძალიან მომწონს ქართული ჯვრისწერა და სტუმართ მასპინძლობა ეს ყოველივე მეტ ხიბლს მატებს ჩვენს ქვეყანას. მეგობრობაც სხვანაირი გვაქვს ქართველებს, ძალიან გადამეტებით ვიცით ერთმანეთის პატივისცემა, ვფიქრობ რომ კარგია, რადგან ყოველივე ეს ჩვენ გენში გვაქვს.
• შენი გამოცდილებიდან, რა უნდა ისწავლოს დამწყებმა მომღერალმა?
- გამოცდილება ცოტა სხვა ნათქვამია და ნამდვილად არ ვთვლი, რომ ვინმემ ჩემგან უნდა ისწავლოს, რადგან მეც სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ თუ რჩევა და დახმარება დაჭირდებათ მზად ვარ რომ ჩემი მცირე გამოცდილებით დავეხმარო. რჩევას რაც შეეხება, მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა, სიმღერა იქნება ეს, ხატვა, ცეკვა თუ ნებისმიერი პროფესია.
• როგორ ფიქრობ საქართველოში ღირებული მუსიკა იქმნება?
- არიან დიდებული მუსიოკოდები, კომპოზიტორები, ხელოვანი ადამიანები, რომელთანაც მაქვს შეხება, ზოგი დამწყებია, ასევე არიან შემდგარი მუსიკოსები და რათქმაუნდა ეს ადამიანები პროფესიონალურ დონეზე ქმნიან ხარისხიან მუსიკას, მაგრამ მთავარია, რამდენად უსმენს მათ შემოქმედებას საზოგადოება, ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია. მუსიკას რომელსაც ეტყობა, რომ პროფესიონალიზმით და გემოვნებითაა შექმნილი, საქართვველოში ბევრი მსმენელი არყავს, რადგან საზოგადოებას უფრო მარტივი მუსიკა უყვარს. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა ,,კეკელა და მარო“ თუმცა ამ სიმღერას არაფერს ვუწუნებ და სამი ჭიქის მერე მეც მშვენივრად ვუსმენ
• რის გამო არ მოსწონთ, ქართული შოუბიზნესის წევრებს ერთმანეთი?
- შოუბიზნესისის წევრები ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ეს დღევანდელი ქართველობის სენია, ყველა სფეროში. ძირითადი მიზეზი ფული, შური და ბოღმაა და ეს ყოველივე ერთად აღებული ადამიანს ანადგურებს. ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება მთელს მსოფლიოში, მაგრამ ფული ცხოვრების მთავარი აზრი არ უნდა იყოს და ამის გამო ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადროს.
• წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, უმაღლესში ჩავაბარებდი, რადგან მაშინ გაჭირვების და ფინანსების არქონის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან რომ ვაკვირდები, მეტი უნდა მომენდომებინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მაშინ სწავლა ფასიანი იყო, ყველგან ქრთამი და ფული აკეთებდა საქმეს, რომც მემუშავა მაინც ვერაფერს შევცლიდი, ალბათ მაშინ რომ წავსულიყავი ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდი.

• სიყვარული რა არის? როგორც ამბობენ სიყვარულს ასაკი არაქვს, შენ რას ფიქრობ?- სიყვარული ძალიან რთული თემაა და მასზე საუბარი ძალიან ძნელია, თუმცა ვიტყვი, რომ როცა გიყვარს ძალიან ბედნიერი ხარ, მაგრამ თუ სიყვარული გაქრა, მთელი სამყარო თავზე გემხობა .. სიყვარულმა თავი შესაძლოა ღმერთად გაგრძნობინოს და ამავდროულად გაგანადგუროს.. ჩემი აზრით ასაკს რაც შეეხება, სიყვარულს ასაკი არ აქვს, მაგრამ როცა ადამიანი ასაკში შედის და გრძნობა ეწვევა, ეს სიყვარულიც შესაფერისი უნდა იყოს. 90 წლის ადამიანის გვერდით როცა 25 წლის ახალგაზრდაა, ამას
სიყვარულს ვერ დავარქმევ, მითუმეტეს, როცა ასაკოვანი ადამიანი დიდი ქონების პატრონია.
• პოპულარობას თან ახლავს კრიტიკა, ხშირად ხარ კრიტიკის ობიექტივში?
- რათქმაუნდა "პოპულარობასთან" ერთად კრიტიკამაც იმატა, თუმცა ჩემი აზრით ჯანსაღი კრიტიკა კარგი და საჭიროა. არ მიყვარს ისეთი კრიტიკა, რომელიც თემასთან კავშირში არაა და მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაგაკრიტიკონ, რომ ყურადღება მიიქციონ. ბრწყინვალე გამოთქმაა (კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ ნახირაო)
• ვნახე შენი პოსტი ინტრიგან ადამიანებზე, სადაც წერდი რომ დაიღალე, რა ხდება?
-დავიღალე უადგილო გამოხტომებით. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ჩემგან დაუკითხავად ჩემი სახელით სარგებლობენ, მათი არც კარგი და არც ცუდი არ მინდა, რადგან ცუდმაც და კარგმაც შეიძლება შეგილახოს რეპუტაცია. გადაჭარბებული ქება არ მიყვარს. თქვან ის რაც ვარ, რადგან ხშირად რეკლამა შეიძლება ანტირეკლამად იქცეს და პიარი ანტი პიარად. ხალხს ისე ჯერა ტყუილების, რომ მის გარეშე ერთი წუთი ვერ გაძლებენ. ანუ როგორც ჰაერია ადამიანისთვის საჭირო, ისე ბევრი ადამიანისთვის ჰაერთან ერთად ტყუილი.
• გიფიქრია სხვა ქვეყანაში წასვლაზე, რატომ?
-რათქმაუნდა ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი და სიმართლე გითხრათ ახლაც ვფიქრობ, სიამოვნებით ვიცხოვრებდი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკა დიდად არ მიზიდავს.
• როგორ ფიქრობ რამდენად რთულია ემიგრაციაში ცხოვრება?
- ემიგრაციაში ცხოვრება რთული მათვისაა ვისაც საქართველოში ყავს ოჯახი, თუმცა ყველას ემეგრანტი არ შეიძლება ეწოდოს, ემიგაცია სხვა რამეა, სხვა ქვეყანაში წასვლა საკუთარი ნება-სურვილი და იქ მუშაობა. მაგალითად მე რომ წავიდე, ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ემიგრანტი ვარ, რადგან სურვილით წასვლა ჩემი სურვილით გადავწყვიტე და არავინ მაიძულებს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ არ მესმის იმ ადამიანის, რომელიც უცხო ქვეყანაში მიდის სამუშაოდ იმ მიზნით, რომ საქართველოში სახლი არ აქვთ და ერთის ნაცვლად სამ სახლს ყიდულობს, ასევე ყიდულობენ მანქანებს ოჯახის წევრებისთვის, უმაღლესში ასწავლიან, თავისი ტანჯვა-წამების ხარჯზე, აქორწინებენ შვილებს და მაინც არ ჩამოდიან, ზოგი შემდგომ ტირის რომ ყველაფერი ტანჯვა წამებად უჯდებათ. მე გკითხავთ თქვენ, საქართველოშიც წვალობს ხალხი, მაგრამ აქაური ანაზღაურებით ბინას იყიდით? ვერა ხომ?
• რა პრობლემებია დღეს ემიგრაციის მიმართულებით?
-ემიგრაციის მიმართულებით ის პრობლემაა, რომ ქართველებს არათანაბარი პირობები გვაქს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან საქართველოში ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ინდოელი, არაბი, თურქი, ჩინელი თუ ევროპელი, ჩვენი უაზრო კანონებით ყველას ფრთაგაშლილი ვხვდებით და ყველანაირ პირობას უქმნის მათ ჩვენი სახელმწიოფო, სამაგიეროდ ქართველებს სხვა ქვეყნებში უსაბუთოდ და მალულად უწევთ შრომა, რაც ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
• საზღვარგარეთ მიდიხარ საქველმოქმედო კონცერტზე, ვის ეხმარებით?- კი ათენში მივდივართ მე და ჩემი კოლეგები და საქველმოქმედო კონცერტს ვაკეთებთ გიორგი ჯანაშიას დასახმარებლად და ძალიან ვღელავ, რადგან ეს ჩემი პირველი კონცერტია.
• რა გეგმები გაქვს?
- გეგმები რომ მქონდეს კარგი იქნებოდა, ცხოვრების დინებას მივყვები.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი
  • 0
  • 535

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image