ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

ჩემს ქვეყანაში, ჩემი შრომა და შესაძლებლობები არ დამიფასდა

image



 • რატომ დატოვე საქართველო? 
- ალბათ იმიტომ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება, როცა ფიქრობ რომ დროა წახვიდე ისეთ ქვეყანაში სადაც შენს შესაძლებლობებს პოტენციურად გაზრდი და რეალურ შედეგს დადებ და არასოდეს დაელოდები იმას, თუ როდის აღმოგაჩენს რეჟისორი იმიტომ, რომ ვიღაცის ახლობელი ხარ და ასე დაგამტკიცებს როლზე და ბევრი სხვა. ჩემს ქვეყანაში ჩემი შრომა და შესაძლებლობები არ დამიფასდა, რომელიც რომ ყოფილიყო რეალიზებული რათქმაუნდა დღეს კანადაში არ ვიქნებოდი. მეტიც.. ჩემს ქვეყანაში ჩემთვის ერთი როლი გამოინახა ისიც ძვლის და რამოდენიმე დღიანი ენაგადმოგდებული გადაღებების მერე როცა უკვე ფილმში მგონია გადამიღეს- ვხედავ ამომჭრეს და ბოლოს ასე მითხრეს დიდი მაყუთი უნდა დაგედო ძმაო, აბა შენ რა გეგონა მართლა შენი ლამაზი თვალების გამო გადაგიღესო?!.. .. აი კიდევ ბევრი სხვა მაგალითები შემიძლია მოვიყვანო თუ რატომაც უნდა დამეტოვებინა ჩემი სამშობლო მაგრამ უბრალოდ არ მინდ ლანძღვა იმიტომ, რომ ჩემია და მორჩა. მაგრამ რათქმაუნდა როცა რეჟისორები განგებ მხოლოდ ერთი და იგივე მსახიობებს ირჩევენ და როლებს სულ მათ აძლევენ, ეს უკვე მიკერძოება და გულდასაწყვეტია. ჩვენს სამშობლოში ალბათ წელიწადში 5 ფილმს იღებენ და ამ 5 ფილმს 500 მსახიობი ელოდება და მითუმეტეს დამწყებ მსახიობს რა შანსი აქვს, რომ მოხვდეს ფილმში? კანადაში კი ერთ წელში დაახლეობით 15 ფილმში ვითამაშე - მიხვდით ხო თუ რამხელა განსხვავება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობასა და კანადას შორის და ხვდებით იმსასაც თუ რატომაც მოვიგე რომ დავტოვე და წამოვედი ამ ქვეყანაში. აბა რა ვიცი სხვა მიზეზი განა საჭიროა იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება?
 • ამბავი რომელმაც შეცვალა შენი ცხოვრება
 - ზუსტად ეს ამბავი შარშან 2018 წლის 18 მაისს მოხდა - ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. პირველი კონტრაქტი - პირველი გასვლა კასთინგზე და პირველი როლი. ამერიკული სააგენტო რომელმაც მსახიობად დამამტკიცა, ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რამეთუ ეს იყო ის დღე როცა ჩემი 20 წლის ნანატრი ოცნება ახდა და მეორე მნიშვნელოვანი დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა ეს იყო ამერიკული ტელესერიალის ‘’ხვალინდელი დღის ლეგენდებში’’ როლზე დამტკიცება, სადაც პურიტანელის როლი შევასრულე.. ამის მერე წავიდა და წავიდა.. დღემდე როლები არ მაკლია და ღვთის წყალობით წინ მივიწევ. 

 • რას ვერ აპატიებ საუკეთესო მეგობარს?
 - თუ ის მართლა საუკეთესო მეგობარია, მას ყველაფერს ვაპატიებ, რამეთუ შეუცდომელი არავინ ვართ და ადამიანებს გამოსწორების შანს მუდამ ვაძლევ, მაგრამ რასაკვირველია ეხლა თუ ისეთ უპატიებელ შეცდომას დაუშვებს რომელსაც გამოსწორების შანსი არ ექნება, აბა რა აზრი აქვს მერე ვინმეს პატიებას? ჯვარი მწერია ასეთი მეგობრისგან. ზოგადად ბევრი მეგობრები არ მყავს - აი როცა საქართველოში ვმოღვაწეობდი მაშინ ყველასი მჯეროდა, რამეთუ მეგონა ყველა ვინც მიცინოდა და მეტყოდა შენი მეგობარი ვარო, მეც მჯეროდ ამათი, მერე აღმოჩნდა რომ მწარედ შევცდი, ასეთმა ე.წ მეგობრებმა ცხოვრება დამინგრია და გამაუბედურა, დღეს აღარ ვარ ის პატარა ბიჭუნა ვისაც ადრე ღიმილით მოატყუებდნენ - გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ნამდვილი მეგობრები ცოტა უნდა გყავდეს - ნაცნობები კი ბევრი. 

 • როგორია ირაკლის თვალით დანახული საქართველო?
 - საქართველოდან დიდი ხანია წამოვედი - წლები გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამ წლებისა წელიწადში ერთხელ, შეძლებისდაგვარად ვახერხებ ჩამოსვლას - რათქმაუნდა დროებით - წელსაც უკვე ბილეთები ნაყიდი მაქვს და ჩამოვალ 1 თვე დავრჩები.. პარიზში მაქვს გადაღება და იქიდან საქართველოში ვგეგმავ ვიზიტს. მაგრამ იცით შარშან როცა ჩავედი აღარ იყო ისეთი როგორიც შარშანწინ დავტოვე, თითქოს ყოველდღე იცვლება - გაცილებით ბევრი ჭრელი და უცხო რჯული შემოესია ჩვენს სამშობლოს და ამ დროს, ჩვენ ქართველები გავცვივდით დედამიწის მისაკარგავეთში - ოკეანის გამოღმა. ჩვენი სამშობლო ძალიან ტკბილია, მე იქაური მიწაც კი მენატრება და ყოველი იქ ჩასვლა ჩემთვის თავიდან დაბადების ტოლია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ დღითიდღე უკან და უკან მიდის, სულ მკვლელობა, წამება, დაყაჩაღება, საშინელებები მესმის - აი არ ვიცი ასეთია ჩემი თვალით დანახული ის სამშობლო, რომელიც მე ესოდენ ძალიან მიყვარს და მტკივა. უამრავი ქართველი მწერს ინსტაგრამზე - ვხედავ თუ როგორ ტოვებენ ახალგაზრდები ქვეყანას, აბა ამის მერე შემიძლია გითხრათ რომ ჩემი თვალით დანახული სამშობლოში ყველაფერი მოწესრიგებულია??

 • როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე კანადაში
 - გააჩნია კონკრეტულ დღეს რომელ კინოსტუდიაში მაგზავნის ჩემი სააგენტო ეს დამოკიდებულია ჩემს როლებზე. სულ ეხლახანს დასრულდა ჩემი გადაღებები ამერიკული ტელესერიალის სირენოზის მესამე სეზონისთვის - პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გადაღებები სხვა სერიალებში - ამჟამად კი ახალ ამერიკულ სერიალში დამამტკიცეს ‘’სახეცვლილი ნახშირბადი’’ - რითაც ვარ დაკავებული. ჩემი დილა იწყება 6 საათზე - გამთენიის 7-ზე კი საგრიმიოროში უნდა ვიყო, რამეთუ იქ დაგვიანება ყოვლად დაუშვებელია - ამ სერიალს ნეთფლიქსის დაკვეთით იღებენ რაც უმსხვილესი პროექტია და ყველა მსახიობს თავისი რიგის გაწერილი დრო გვაქვს - დილის 8 საათამდე უნდა მოვასწრო გრიმიც, კოსტუმების მორგებაც - სცენარის გადაკითხვაც და იქვე პატარა სნაქსის პონტში დაგემოვნება - რომ გული არ წამივიდეს შიმშილისგან შუა გადასარებ მოედანზე, რადგან 12 - მდე უწყვეტ რეჟიმში მიდის გადაღებები და ფიზიკურად არცერთ მსახიობს არ გვაქვს უფლება დავტოვოთ გადასაღები ლოკაციი პავილიონი. 12-ზე კი ბრექთაიმი გვეწყება - 30 წუთი ჩვენს განკარგულებაშია და ამ შუალედში მე ვცდილობ ვარჯიშს - იქვე პატარა ფიტნესიც გვაქვს - კრას ცოტას წავივარჯიშებ მერე ლანჩზე გადვივარ და ეგეც შენი 30 წუთი დასრულებულია, რომ უკვე ზუსტად 12 საათსადა 33 წუთზე ისევ გადასაღე ლოკაციაზე უნდა ვიდგეთ. აქიდან შემდეგი შესვენება 5 საათამდე არ გვაქვს და 5 დან 6-დე ასე ვთქვათ ლონგ- თაიმად გვეთვლება, მოკლედ ამ ერთ საათში ვახერხებ ინსტაგრამზე შემოსვლას, თქვენთან ჭორავს, ახალი ამბების თვალის გადავლებას და ყველაერს :)) მერ ისევ გადაღებები გრძელდება და ხშირად ყოფილა შემთხვევა როცა გამთენიის 2-3-ზეც მოვსულვარ ან კარგ შემთხვევაში კი საღამოს 8—9ზე წესით სახლში ვარ ხოლმე. მერე მივდივარ ფიტნეს დარბაზში, სადაც ჩემი პერსონალური ტრენერი მხვდება და ვიწყებ აქტიურ ვარჯიშს. აი ეს არის ჩემი ერთი დღე კანადაში.. :)) ხო პარალელურად ფართ- თაიმით როცა გადაღებები არ მაქვს ვმუშაობ ერთერთ ამერიკულ კომპანიაში, ვერჰაუსში ორდერფიქრი ვარ და ასე ვთქვათ ექსტრა ფულს გამოვიმუშავებ.. მოცლილობის ჟამს კი ჩემი ჰობი მოგზაურობაა, ფოტოების გადაღება და ხან სად ვარ და ხან სად - ხან რომელ ტყეში დავბოდიალობ და ხან რომელში !.. 

 • წლებია კანადაში ცხოვრობ და მაინც იდეალურად ფლობ ქართულს, როგორ ახერხებ?
 - იცით ამ ბოლო დროს ცოტა მეშლება ენა. როცა ვსაუბრობ უცებ ვაცნობიერებ რომ სიტყვების მარაგი არ მყოფნის- არა და სულ ვაკრიტიკებდი სხვებს რაცაუნდა ბევრი წლები გავიდეს ჩემს ენას რა დამავიწყებსთქო, ხო და ერთხელ ერთერთ გადაცემაში ქართული სიტყვა რომ დამავიწყდა, ისეთი შეურაწყოფილი დავრჩი იმდღიდან ჩამოვტვირთე ქართული შრიფტი და სულ ქართულად ვწერ. იცით ვერ ვიტყვი რომ მე ქართულად არ ვფიქრობ, მაგრამ 24 საათი სულ ინგლისური რომ მესმის და ქართულად თითქმის არავინ მესაუბრება - გარდა სოციალური ქსელებისა, ეტყობა ეს ილექება - ნელნელა ტვინში ჯდება და მერე აი ასე მარცხვენს ხოლმე საზოგადოებაში. როგორ მენატრება მეგრულად საუბარი, ამაზე ხომ საუბარი და ოცნებაც კი ზედმეტია ჩემთვის, რამეთუ აქ არავინ მყავს ვინც მეგულად დამელაპარაკება კიარა აგერ ლამისა ქართული დამავიწყდეს. 
 • ხშირად გაკრიტიკებენ? რატომ?
 - მოგეცა ლხენა. კრიტიკა ხომ ქართველების ანუ ჩვენი მოგონილია? აბა რა ვიცი - ზოგს ჩემი ჰაბიტუსი არ მოსწონს, ზოგს ჩემი განვლილი ცხოვრება, ზოგს იმიტომ არ მოვწონვარ, რომ ბევრს ვმოგზაურობ, ზოგი კიდევ იმიტომ მსაყვედურობს და მაგინებს თურმე თუ ვინმემ მე გამომიწერა ინსტაგრამზე რატომ აუცილებლად მეც არ გამოვიწერე ის და ასე მიზეზებსა და მლანძღველებს რა დალევს ამ დუნიაზე. თუმცა მთლად ასე ვერვიტყვი ეხლა რომ ყველა მაკრიტიკებს - უამრავი უცნობი ქართველი მწერს ხოლმე ისეთ მოსაფერებელ სიტყვებს, თქვენ რომ იცოდეთ ჩემს ინსტაგრამზე რამდენი კითხვები და წერილები მაქვს აი მიხვდეოდით, რომ კრიტიკაზე მეტად ბევრი სითბო და სიყვარული მქვს და ეხლა 2 პროცენტი მლანძღველების გინდა ყოფილან და გინდა არა. ხო მართლა არასოდეს დამავიწყდება ერთმა ქალბატონმა მლანძღა იმიტომ, რომ ერთერთ ერიალში ჩემი გმირი იყო ბრმა და ყრუ - რომელსაც განსხვავებული წინა საუკუნების ასე ვთქვათ ვიკინგური ტანისამოსი ეცვა- ამაზე ქალბატონმა ისე მლანძღა ვერაფრით გავაგებინე რომ ეს უბრალოდ როლია და არაფერ კავშირშია ჩემს პირად ცხოვრებასთან .. აი მაგალითად კიდევ გუშინ შევედი ფეისბუქზე და ვხედავ ერთერთ ჩემს ფოტოზე რომელიც სწორედ ეხლა ამ ბოლო სერიალში ‘ სახეცვლილი ნახშირბადის’’თამაშის დროს გადავიღე - იქაც თვალშისაცემად განსხვავებული კოსტუმი მაცვია - იმ განსხვავებით, რომ სახეზე ნიღაბი მაქვს აფარებული- როლია ასეთი და ამ ფოტოზე ვიღაცა ქალბატონმა დამიკომენტარა ისეთი საშინელებები, ეს რა ორგიებია - რა დღეში ხარო - უკიდურესად მლანძღავდა და დღემდ ევერ მივხვდი, სად ნახა ამ ქალმა მანდ ორგია? - აი ასეთებიც ხდება :))) 

 • ბევრ ქვეყანაში გიმოგზაურია, შენი აზრით საქართველო სხვა ქვეყნებისგან რით განსხვავდება ?
 - საქართველო ბევრი რამით განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. დიახ მე ჯერკიდევ 2004 წელს გავხდი ჟენევაში მსოფლიო მოგზაურთა ასოციაციის საპატო წევრი, რისი წყალობითაც მქონდა ბედნიერება, რომ მემოგზაურა მსოფლიოს 122 ქვეყანაში - ვწერ მათზე წიგნებს და აქიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვარ კომპეტენტური და შემიძლია ხაზგასმით დავაფიქსირო ჩევენსა და უცხოელებს შორის პარალელები. უპირველესად ჩვენ რომ კულტურა გავაჩნია მასეთ კულტურას ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით - არაფერს ვამბობ სტუმართ - მასპინძლობაზე. ასევე მენტალურად ჩვენი საზოგადოება რამდენაც ცუდები ვართ იმდენად ძალიან კარგები და ამითაც რადიკალურად განვსხვავდებით სხვებისგან. ნუ ეხლა სილამაზე და ეშხი რომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და ნამდვილ ქართველებს არ გვაკლია ესეც ხომ უდავოა და ბოლოს ხელოვნება, კულტურა.. ეს ხომ გვაქვს და გვაქვს ღვთისაგან ნაბოძები- ჩვენთან ყველა ცეკვავს, აბა დააკვირდით ყველას შეუძლია გაშალოს ხელი და რაცარუნდა ცუდად იცეკვოს უცხოელს ქართველის ცეკვა მუდამ აღაფრთოვანებს.. ეს ტალანტი ჩვენია მორჩა და გათავდა.. იცით უამრავი ამერიკული და კანადური კინო-ინდუსტრიის ძალიან წონად საზოგადოებას ვხვდები ხოლმე აქ სხვადასხვა გადაღებებზე რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან კულტურით, თავაზიანობით, მაგრამ მაინც არ დევს მათში ისეთი ადამიანობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართველებს. არ ესმით და ძალიან მწირეა მათი კულტურის არეალი - ასეთებად დაიბადნენ, ჩვენ კი ამ კუთხითაც გლობალურ დონეზე ვართ - მაგალითად სულ რამოდენიმე დღის ამბავს მოგიყვებით. 17 მარტს კანადას დროებით სტუმრობდა უნგრელ - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ბალაზი კოსი ჰოლივუდიდან, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს ერთ ჩემ მეგობარს - კანადელ, საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტ რობერტო მონტანა ჯორჯენის - ხო და რობერტომ მითხრა, მინდა ეს მსახიობი გაგაცნო, მას რაღაც კარგი იდეები აქვს ახალ ფილმს იწყებენ და მეორედ შეიძლება არ გექნეს შანსი მასთან შეხვედრის, სულ 3 დღე იქნება ჩვენს ქალაქში და ჩემთან ერთად წამოდი შეხვედრაზე მითუმეტეს უკვე ვესაუბრე შენზე და დაინტერესდა შენითო - მოკლედ წავედით, ეს ადამიანი უდაოდ თბილი და უზადოდ კეთილი ვინმე აღმოჩნდა ( ჩვენი შეხვედრის ფოტოც კი დავდე ინსტაგრამზე) მისგან საინტერესო შემოთავაზებებიც მივიღე - ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ და ბოლოს როცა ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით იქ ყავა - წყალი და სხვ სასმელები შეუკვეთეთ - დაშლის დროს სამივემ ცალცალკე გადავიხადეთ ფული.. აბა ეხლა როგორ ფიქრობთ საქართველოში სტუმარს ვინმე ყავის ფულს ახდევინებს? მოკლედ უდაოდ ბევრი პლიუსები გავაქვს ქართველებს, მაგრამ აი ეხლა გთხოვთ ჩვენს მინუსებზე ნუ დამაწყებინებთ საუბარს, თუარა იმდენ რამეს ჩამოვთვლი, რომ გავასწრებ ნიკოფსიიდან -დარუბანდს.. მაგრამ რა ვქნა მე პირადად ჩემი სამშობლო მინუსებითაც მიყვარს და პლიუსებითაც, ჩემია და მორჩა!..

 • ბოლო პერიოდში საქართველოში იმატა აექიმის მიერ არასწორად დასმულმა დიაგნოზმა, როგორც ექიმი, როგორ შეაფასებ ასეთ შემთხვევებს?
 - ვაიმე ექიმი მე ვიყავი 10 წლის წინ - მართლია პროფესიით სამედიცინო დავამთავრე და დღემდე ძალიან მენატრება ჩემი თეთრი ხალათი, მაგრამ დღეს რაღადროს ჩემი ექიმობაა შეკაცო თავიდან ბოლომდე გადავარდნილი ვარ კინოში.. რა ვიცი აბა ამ საკითხზე მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რადგან რეალურად მართლა არ ვიცი რა ხდება ჩვენს სამშობლოში, ნუ ეხლა თუ ექიმი არასწორ დიაგნოს სვამს ე.ი მას არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ჩამოცილებული აღნიშულ საქმეს. 
 • ემიგრაციის მინისტრი რომ იყო, რას შეცვლიდი?
 - აი არასოდეს ოცნებაშიც კი არ მიოცნებია, რომ მინისტრი ვიყო. ერთ ინტერვიუში მკითხეს პრეზიდენტი რომ იყო რას იზამდიო - აი ასეთ კითხვებზე არასოდეს მაქვს ხოლმე პასუხი და ეს იმიტომ ხდება რომ ჩემგან არ შეიძლება დადგეს არც პრეზიდენტი და არც რომელიმე მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური პარტიდან მქონია დროის სხვადასხვა ეტაპზე შემოთავაზება, რომ მათ პარტიებში გავწევრიანებულიყავი, არა - რა.. პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე და ის რაც არ არის ჩემი საქმე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვაკეთო. და ზოგადად ყველამ რომ ზუსტად ის ვაკეთოთ რაც კარგად გამოგვდის და არ ჩავეკვეხოთ იქ სადაც ჩვენი ადგილი არ არის - ვფიქრობ უფრო წინ ვიქნებოდით ვიდრე ეხლა ვართ!.. 

 • როგორია შენი სამომავლო გეგმები? 
- ჩემს გეგმებზე ვერ ვისაუბრებ წინასწარ იმიტომ, რომ მერე რასაც წინასწარ ვიტყვი არაფერი მისრულდება, ჯობია ნელნელა და ეტაპობრივად მივუყვე ჩემს გემგებს და ყველაფერი ზუსტად ისე თუ გაგრძელდა როგორც ეს შარშანდელიდნა დაიწყო, მაშინ მალე ძალიან დიდ მწვერვალზე მიხილავთ და მერე უფრო ასმაგად იამაყებთ ჩემით!.. ამ ეტაპზე სულ ეს არის რისი თქმაც თქვენთვის შემიძლია და ვნახოთ უფალი რასაც ჩემთვის გაიმეტებს მაგაზე ვიქნები მუდამ თანახმა 

ავტორი: გურამ არუთინაშვილი
  • 0
  • 319

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image