ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

მივხვდი, რომ ცხოვრებაში ორი საქმის ერთდროულად გაკეთება არ შემიძლია

image
• როგორც ვიცი მუსიკალური განათლება არ გაქვს მიღებული, როდის აღმოგაჩნდა სიმღერის ნიჭი?
- დიახ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული, არასოდეს მივლია ვოკალის პედაგოგთან. სიმღერა თორმეტი წლიდან დავიწყე, სახლში ვმღეროდი. შემდგომ ოჯახმაც აღმოაჩინა, რომ შემეძლო მემღერა. ცხრამეტ წლამდე სახლში ვმღეროდი. არსებობს პირველი ვიდეოჩანაწერი სადაც 12 წლის ვარ და „Hallelujah“-ს ვმღერი
• რა არის ყველაზე საინტერესო, ქუჩის მუსიკაში?
- ქუჩის მუსიკაში ყველაზე საინტერესო ალბათ, მაღალი თავისუფლების ხარისხი არის, როდესაც ქუჩაში მღერი ხარ სრულიად თავისუფალი, რაც გინდა შეასრულე, არავინ გზღუდავს. ასევე არ იცი ვინ მოგისმენს, შეიძლება ვინმეს ისე მოეწონო, რომ სტაბილური სამსახური შემოგთავაზოს, თუნდაც რომელიმე ბარში, კლუბში ან რესტორანში გაგიკეთოს შენი სპეციალური საღამო.
• როგორ ფიქრობ რა უნდა გაკეთდეს ქუჩის მუსიკის განვითარებისათვის?- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ხალხის შთაბეჭდილება, ქუჩის მუსიკოსების მიმართ საგრძნობლად ამაღლდა, იმის შემდეგ, როდესაც საქართველოში პირველად „ქუჩის მუსიკოსების კონკურსი“ ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს მსგავსი კონკურსები ქუჩის მუსიკის განვითარებისთვის, ეს ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქუჩის მუსიკოსებისთვის ახალი გამოწვევა იქნება.
• რთულია გაყვე ქუჩის მუსიკას?
ვიტყოდი, რომ ქუჩის მუსიკოსობა ადვილი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან და საბასთან ბევრი ადამიანი მოსულა, რომლებიც ჩვენს მიმართ უდიდეს სითბოს გამოხატავენ, ამას გარდა არსებობენ ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც უბრალოდ მოდიან და უმიზეზოდ გლანძღავენ, თუნდაც უაზრო კომენტარებით ჩაგივლიან (გადმოძახილით) და ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან მოქმედებს.
• როგორც ვიცი საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სწავლობ, როგორ ახერხებ სწავლას და მუსიკის შეთავსებას?
- მივხვდი, რომ ცხოვრებაში ორი საქმის ერთდროულად გაკეთება არ შემიძლია და შეძლებისდაგვარად დილით მივდივარ უნივერსიტეტში და სახში რომ ვბრუნდები შემდეგ ქუჩის მუსიკით ვკავდები.
• რა მოგიტანა ქუჩის მუსიკის ფესტივალში გამარჯვებამ?- ქუჩის მუსიკოსების ფესტივალში საბა საფარელთან ერთად ჟიურის და ლაუნჯ „მეტროპულის“ რჩეული გავხდი, ასევე მოვიპოვე მეორე ადგილი, სიმართლე, რომ გითხრათ არ მწყენია ის, რომ პირველი ადგილი ვერ ავიღე, რადგან პირველი ადგილი უნიჭიერეს ვოკალისტს, თორღვას ერგო. სულ ბოლო ადგილას, რომ გავსულიყავი ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც ის იქნებოდა, რომ მე და საბა ჟიურის რჩეულები გავხდით, რადგან ჟიურში პროფესიონალი მუსიკოსები ისხდნენ: ნუცა ჯანელიძე, აჩი ფურცელაძე და გელა გნოლიძე. მათი შეფასება იმ მომენტში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე პირველი ადგილის მოპოვება.
• უცხოურ პროექტებში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?
- ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და დიდი სურვილი მაქვს რომელიმე უცხოურ პროექტში მივიღო მონაწილეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ საზღვრებს არ გავცდე და უპირველესად საქართველოდან დავიწყო.
• შენი აზრით ქართულ მუსიკალურ პროექტებში, გამარჯვება ჟიურის სამართლიანობაზეა დამოკიდებული?
- ვფიქრობ, რომ ჟიურის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს ხალხზე, ჟიურის წევრები ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებას უადვილებენ.
• რით განსხვავდება ქართული და უცხოური ქუჩის მუსიკა?
- როგორც ვიცი უცხოეთში ქუჩაში სიმღერა გარკვეულ ლიცენზიასთან არის დაკავშირებული რაც ჩვენს ქვეყანაში არ არის. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრი კარგი ქუჩის მუსიკოსია, მათზე არაფრით ნაკლები ქართველი ქუჩის მუსიკოსები გვყავს, იმიტომ არ ვამბობ, რომ მეც ქუჩის მუსიკოსი ვარ, უბრალოდ ამ სფეროში ბევრს ვიცნობ და თამამას შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში უნიჭიერესი ქუჩის მუსიკოსები არიან.
• საჩუქარი რომელიც საზოგადოებისგან მიგიღია- საჩუქარი მივიღეთ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელმაც ქუჩის მუსიკისთვის, აპარატურა გვაჩუქა, მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის და საბასთვის ხალხის სითბო და სიყვარულია, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ, სწორედ ეს გვაბედნიერებს ჩვენც.
• როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ მსმენელებს შენს ნამღერში? ვნახეთ ვიდეო სადაც ასაკოვანი ქალბატონი შენს სიმღერაზე თავისუფლად ცეკვავს
- ჩემს ნამღერზე ვერ ვისაუბრებ რადგან, საკუთარ თავზე საუბარი ძალიან მიჭირს. შემიძლია ვთქვა, რომ რასაც მე და საბა საფარელი ძველი ქართული სიმღერების გაცოცხლებით ვაკეთებთ, საზოგადოებას იზიდავს და სიამოვნებას ანიჭებს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, ეს ვიდეოც ჩვენთვის უცხო ადამიანმა გადაიღო და უეცრად გავარდა სოციალურ ქსელში. ის ქალბატონიც, რომელიც ცეკვავს იმ მომენტში, ჩვენთვის ასევე უცხო იყო და მის მერე ძალიან ხშირად მოდის ჩვენთან, ცეკვავს და ხალხსაც ახალისებს. ძალიან გვიხარია, ეს ყველაფერი რადგან ადამიანების სახეებზე ღიმილი ჩნდება.
• როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის ვიმღერებთ და დავუკრავთ, სხვადასხვა სივრცეში და სცენაზე. მიუხედავად ყველაფრისა არანაირად არ ვაპირებთ ქუჩის მუსიკის მიტოვებას .
ავტორი: გურამ არუთინაშვილი
  • 1
  • 2 134

კომენტარები 1

PhilipCer
PhilipCer 3 იანვარი 2023 04:20
Предлагаю вам новый сервис, с помощью которого можно легко и быстро занять денег через интернет. Довольно удобно и выручает в сложной ситуации, когда нужно срочно занять небольшую сумму. Смотрите тут: моментальный займ на банковскую карту и тут: где взять займ в москве сайт экспресс-микрозайм.рф. У вас день рождения? Или хотите кого-то поздравить? Купите красивый презент к подарку - воздушный шарик. Интернет-магазин шаров купи-шары.рф предлагает множество вариантов здесь шар цифра 1 золото. Проблемы с лицензией виндовс можно решить специальным активатором. Скачать его можно тут: программы для активации windows 7 и перезагрузите виндовс сразу. Система начнет работать правильно. Для любителей игр я нашел сайт: 1xbet официальный сайт зеркало 2022 здесь описано пару слов о том как делают ставки на спорт. Заходите и смотрите про 1хбет, что это и как это работает сказано тут: скачать 1xbet новая версия на андроид бесплатно. И многое другое. Затеяли ремонт в квартире, то и входную дверь нужно поменять. А купить хорошую входную дверь сейчас не просто, поэтому предлагаю вам зайти на специальный сайт и самому посмотреть купить дверь во владимире входную с установкой. Только тут лучшие двери с установкой и доставкой. Другие матриалы по теме займов можно найти здесь займы без процентов на хорошем сайте

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image